აუქციონი, ყველგანმავალი, ლადა, ტუნინგი, ლადა ნივა, ლადა ნივა მარში
Aa
Aa

აუქციონზე გამოჩენილი ეს Niva (ალბათ) მართლა ყველგან მივა

მარადმწვანე Lada Niva-ს ბევრი რამე შეიძლება დავუწუნოთ, თუმცა თავისი ოფროუდ შესაძლებლობებით ეს მოდელი ცუდი არასდროს ყოფილა — მაგრამ თუ თქვენი ყოველდღიური სამარშრუტო გზა ჭაობებსა და ტუნდრაზე გადის, სტანდარტული მოდელი საქმეს თავს ვერ გაართმევს. საბედნიეროდ, არსებობს სპეციალიზებული ვერსია, სახელწოდებით VAZ-1922 Marsh-ი, რომელიც ყველაზე ექსტრემალური რელიეფისა და ჭარბტენიანი ადგილების დასაპყრობად შეიქმნა. ვინაიდან Niva Marsh-ის 1000-ზე ნაკლები ეგზემპლარი არსებობს, კარგ მდგომარეობაში მყოფი ასეთი მანქანის პოვნა ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, Mobile.de-ზე გამოჩნდა განცხადება, რომელიც გერმანელ მყიდველებს შანსს აძლევს, 2002 წლის სრულად რესტავრირებული მოდელი $22 400 შეიძინონ.

ასევე იხილეთ: 8 იდუმალი საბჭოთა სუპერქარი, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ!

ვიზუალურად Lada Niva Marsh-ი უფრო სათამაშო მანქანას ჰგავს, ვიდრე ექსტრემალური უგზოობისთვის განკუთვნილ ავტომობილს. მისი გიგანტური საბურავები უზარმაზარ კლირენსს უზრუნველყოფს და საშუალებას აძლევს მანქანას, თოვლში, ტალახსა და ჭაობიან ნიადაგზე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იაროს. ცხადია, მოდიფიცირებულია ავტომობილის ძარაც, რათა უზარმაზარი საბურავები თავისუფლად მოძრაობდნენ...

სხვა გაუმჯობესებებს შორის აღსანიშნავია დამცავი გისოსები ორივე მხარეს, რომლებიც SUV-ს ხეებთან და ქვებთან მცირე შეჯახებისგან იცავს. გარდა ამისა, დამონტაჟებულია სპეციალური, ინდივიდუალურად დამზადებული ხიდები და დაკიდების სისტემა. საერთო ჯამში, ეს Niva-ს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ვერსიაა, რაც კი ოდესმე გნახავთ.

აუქციონზე გამოჩენილი ეს Niva (ალბათ) მართლა ყველგან მივა — ფოტო 1
აუქციონზე გამოჩენილი ეს Niva (ალბათ) მართლა ყველგან მივა — ფოტო 2
აუქციონზე გამოჩენილი ეს Niva (ალბათ) მართლა ყველგან მივა — ფოტო 3
აუქციონზე გამოჩენილი ეს Niva (ალბათ) მართლა ყველგან მივა — ფოტო 4
აუქციონზე გამოჩენილი ეს Niva (ალბათ) მართლა ყველგან მივა — ფოტო 5

სალონისგან თუ რამე ახალს ელოდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ... ეს ხომ რუსული ავტომობილების ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა... სამწუხაროდ, Lada Niva Marsh-ს მძლავრი აგრეგატი არ ეღირსა... ის სტანდარტული 1.7-ლიტრიანი ატმოსფერული 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 79 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მართალია, წრიულ რბოლას ვერ მოგაგებინებთ, თუმცა გამარჯვებას ნამდვილად ვერ შეძლებს, მაგრამ თოვლიან გარემოში ეს Niva (ალბათ) არ გაწყენინებთ...

გამყიდველი აღნიშნავს, რომ Niva-მ პროფესიონალური რესტავრაცია გაიარა, რითაც მისი ახალივით მდგომარეობა აიხსნება. თუმცა, თუ რაიმე უფრო ახლის შეძენა გირჩევნიათ, ხელს არ შეგიშლით — Toyota ყოველთვის ხელმისაწვდომია...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მერაბ დვალიშვილის დამარცხებისთვის იანს 500 000$-იან ავტომობილს გადასცემენ
    მერაბ დვალიშვილის დამარცხებისთვის იანს 500 000$-იან ავტომობილს გადასცემენ