ავტოსპორტი, ფორმულა 1, ჩემპიონი, მერსედესი, კიმი ანტონელი
Aa
Aa

ოფიციალურად — კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონია!

მოვიდა. ნახა. დაამარცხა. ანდრეა კიმი ანტონელიმ დიდებული სეზონი ბოლომდე მიიყვანა და ფორმულა 1-ის 76-წლიან ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ტიტული იტალიელმა მექსიკის გრან-პრიზე ოფიციალურად გაინაღდა.

კერძოდ, კიმიმ მესამე ადგილი დაიკავა და უახლოეს მდევართან — მაქს ფერსტაპენთან — უპირატესობა 119 ქულამდე გაზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ კალენდარში ბოლოს დარჩენილი ოთხი გრან-პრიდან მაქსიმუმ 100 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი, ანტონელის წინააღმდეგ ბრძოლა მათემატიკურადაც დასრულდა.

ასევე იხილეთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?

ფორმულა 1-ის ისტორიაში ანტონელი მხოლოდ მესამე იტალიელია, რომელმაც ეს მწვერვალი დაიპყრო — ჯუზეპე ფარინასა (პირველი ჩემპიონი) და ორგზის გამარჯვებულ ალბერტო ასკარის შემდეგ.

Mercedes-ის ოქროს ბიჭუნამ სებასტიან ფეტელის რეკორდი სამ წელზე მეტით გააუმჯობესა და ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გარდა ამისა, მან გაიმეორა ის იშვიათი მიღწევა, როდესაც პილოტი ჩემპიონი თავის მეორე სეზონშივე ხდება — ჟაკ ვილნევისა და ლუის ჰემილტონის შემდეგ. სხვათა შორის, ზუსტად იმ ლუის ჰემილტონის, რომლის ადგილიც „ვერცხლის ისრებში“ გასულ წელს სწორედ დაიკავა!

ოფიციალურად — კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონია! — ფოტო 1
ოფიციალურად — კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონია! — ფოტო 2

ანტონელის სადებიუტო სეზონს ბრწყინვალე მომენტებთან ერთად სირთულეებიც ახლდა, თუმცა მისმა მეორე კამპანიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მიმდინარე სეზონში მას უკვე 9 გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაშინ როდესაც მისმა თანაგუნდელმა და ტიტულის მთავარმა ფავორიტმა ჯორჯ რასელმა მხოლოდ სამი გრანპრი მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე პილოტი იდენტურ ბოლიდს მართავს, უფრო გამოცდილმა ბრიტანელმა ახალი თაობის ტექნოლოგიასთან შეგუება ვერ შეძლო, ხოლო ანტონელიმ ისეთი წარმოუდგენელი სტაბილურობა და ოსტატობა აჩვენა, რომ კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა.

ოფიციალურად — კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონია! — ფოტო 1
ოფიციალურად — კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონია! — ფოტო 2
ოფიციალურად — კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონია! — ფოტო 3

იყო ბედნიერი მომენტებიც — უსაფრთხოების მანქანებმა მას იაპონიასა და მადრიდში გამარჯვებები მოუტანა, თუმცა ჩემპიონობა უპირველეს ყოვლისა მისი ფენომენალური ნიჭისა და სტაბილურობის დამსახურებაა. ვინ დაივიწყებს მის პირველ ტრიუმფს საშინაო ტრასაზე, მონცაში, სადაც მე-19 პოზიციიდან სტარტის შემდეგ მთელი პელოტონი უკან ჩამოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა?

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები