რა განსხვავებაა ჰიბრიდსა და Plug-in ჰიბრიდს შორის?
Aa
Aa

რა განსხვავებაა ჰიბრიდსა და Plug-in ჰიბრიდს შორის?

რა განსხვავებაა ჰიბრიდსა და Plug-in ჰიბრიდს შორის? სინამდვილეში ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. Plug-in ჰიბრიდი დასატენად გარე ენერგიის წყაროს უერთდება, ჩვეულებრივი ჰიბრიდი ვერა.

2019  Honda Insight hybrid

Plug-in ჰიბრიდებს, რომლებიც ასევე ცნობილებია, როგორც Plug-in ჰიბრიდული ელექტრო მანქანები (PHEV), ძირითადად უფრო დიდი და მძლავრი ბატარეები აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ჰიბრიდებს. ეს ბატარეები მათ შესაძლებლობას აძლევს იმოქმედონ მთლიანად ელექტრო ძალით ისე, როგორც მთლიანად ელექტრო ავტომობილებმა, რომლებსაც შიგაწვის ძრავა არ აქვთ. მსგავსი მანქანების დამუხტვა შესაძლოა ნებისმიერი 220-ვოლტიანი დამტენით, რომელიც ორჯერ უფრო სწრაფად მუხტავს, ვიდრე 120-ვოლტიანი.

               2019 Honda Clarity Plug- in Hybrid

ეს მოდელები რეგულარულ ჰიბრიდ მოდელებზე ძვირი ღირს. Plug-in ჰიბრიდი ავტომობილი შესაძლოა მთლიანად ელექტრო მანქანად იყოს გამოყენებული. მძღოლიც ნაკლებად ღელავს, რადგან ბატარეების დაჯდომის შემთხვევაში ბენზინის ძრავის გამოყენებაცაა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები