2021 წლის Mercedes S-Class Coupe-ს ეს რენდერი აჩვენებს იმას, რაც არ მოხდება
ის გამოგონილ ავტომობილთა სიაში ეწერება.
ახალი Mercedes S-Class-ის სედანი უკვე გამოჩნდა. Mercedes-Benz-მა თავისი ფლაგმანი გასულ კვირას გაასაჯაროვა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი მის წინამორბედს ჰგავს, მდიდრულობასა და უახლეს ტექნოლოგიებს მისი კაბინა უსვამს ხაზს.
თუ თქვენ იმ მცირერიცხოვან ჯგუფს განეკუთვნებით, რომელსაც S-Class-ის 2-კარიანი ვერსიის ხილვა სურდა, J.B Cars-მა თქვენთვის მისი რენდერი შექმნა. ავტომობილის ფოტო Instagram-ზე გავრცელდა და ის სედანთაა შედარებული.
ყველაზე შესამჩნევი ცვლილება კარების ღერძის მოცილებამ განაპირობა, რამაც კარების დარძელება და სახურავის უფრო გლუვი ფორმების მიღება გამოიწვია. ავტომობილის შელამაზებისთვის J.B Cars-მა დისკები და კონტურები შავად შეღება, ორი ტყუპი მაყუჩი დაუმონტაჟა და უკანა შუშა დააპატარავა. წინა ფრთებმა კი უფრო სპორტული იერსახე მიიღო.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ Mercedes S-Class Coupe (და კაბრიოლეტი) აღარ იწარმოება. შტუტგარტში განაცხადეს, რომ 2021 წელს მოდელის წარმოება შეწყდება.
მაშასადამე, S-Class Coupe და კაბრიოლები წარმოების ბოლო წელს უხლოვდება. ორივე მათგანი მომდევნო 12 თვის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება.
Mercedes-ის გაბერილი შემადგენლობა და SUV-ების გაყიდვების რაოდენობის ზრდა იმ მიზეზებთა ჩამონათვალშია, რის გამოც გერმანელი ავტომწარმოებელი S-Class-ის 2-კარიანი ვერსიის წარმოებაზე უარს ამბობს. მომდევნო SL Class-ი და AMG GT კი კომპანიის ახალ ორკარიან ფლაგმანებად მოგვევლინებიან.