Aa Aa
27 სექტემბერი 2020  |  11:02

ვიეტნამში GM-ის 6.2 ლიტრი მოცულობის V8 ძრავის მქონე BMW X5-ის შეძენაა შესაძლებელი.

ვიეტნამის მიერ წარმოებული პირველი მანქანა Opel-ისა და BMW-ს ნაწილებისგანაა აწყობილი.

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ წინა თაობის BMW X5-ებს საკმარისი სიმძლავრის აგრეგატი არ ჰქონდათ, მაშინ ვიეტნამში ახალი კომპანიის მიერ გადაკეთებული X5 ნამდვილად დაგაინტერესებთ. გაუმჯობესებულმა SUV-მ 6.2 ლიტრი მოცულობის V8 ძრავა General Motors-ისგან მიიღო.

VinFast-ი ვიეტნამში დაფუძნებული პირველი ავტომწარმოებელია. მძიმე სამუშაოს გაწევის ნაცვლად, VinFast-ი ავსტრიელ ავტომომწოდებელ კომპანია Magma Steyr-ს დაუკავშირდა, რომელიც სხვადასხვა კომპანიებისთვის ავტომობილების აწყობითაა დაკავებული. დიზაინერულ სამუშაოს Pininfarina ასრულებს.

შეძენილი ავტომობილებიდან BMW-ს ძრავები, რაც მის მყიდველთუნარიანობას განაპირობებდა, ამოღებული იქნა. თუმცა, არ იღელვოთ. VinFast-მა სოლიდური გეგმის განსახორციელებლად ამის საჭიროება შექმნა.

BMW-ს F15 თაობის რამდენიმე კომპლექტაცია X5 4.4 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით იყო აღჭრვილი. VinFast-მა ეს ძრავები 6.2-ლიტრიანი EcoTec3 V8 ძრავით ჩაანაცვლა, რომელსაც 420 ცხენის ძალისა და 623 ნიუტონ მეტრის გამომუშავება შეუძლია.

დიახ, მდიდრულ გერმანულ ფლაგმანს ამერიკული გული გადაუნერგეს და მას President-ი დაარქვეს. არ ფიქრობთ, რომ ისინი მასხრად გვიგდებენ?

ამის მიუხედავად, ახალი President-ი ძრავას Chevy Tahoe-სთან, Suburban-თან და Silverado-სთან ერთად იზიარებს.

VinFast President-ის წარმოება 500 ერთეულამდე იქნება შეზღუდული. კომპანიამ ავტომობილის ინტერიერშიც შეიტანა ცვლილებები. შიგნით ის განხვავებულად არის მოკაზმული. 25 სანტიმეტრიანი მულტიმედია ეკრანი კოკპიტის შუაშია განლაგებული, საჰაეროებმა ადგილები შეიცვალეს, ხოლო სავარძლებმა უფრო ძვირფასი იერსახე მიიღო. President-ის სავარაუდო ფასი 164 000$ იქნება.


გაზიარება: