10 წლის ბავშვს დაბადების დღეზე $1.6-მილიონიანი Ferrari 599 GTO აჩუქეს
ალბათ იშვიათია, რომ ვინმეს 10 წლის ბავშვის შეშურდეს, თუმცა ეს სწორედ ის უიშვიათესი შემთხვევაა. 10 წლის ჭანგმა დაბადების დღეზე არა LEGO-ს ნაკრები ან რაიმე მინიატურული ზომის ავტომობილი, არამედ უიშვიათესი Ferrari 599 GTO მიიღო. უფრო მეტიც, ამ მოდელის ღირებულება დაახლოებით $1.6 მილიონია.
ჭანი ავტომოყვარული ბიზნესმენის, იერონ ვან დენ ბერგის შვილია. Ferrari 599 GTO კი ავტომობილია, რომელიც მხოლოდ 599 ეგზემპლარად დამზადდა. ამიტომაც, მსგავსი ავტომობილის მიღება 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად ნამდვილად უჩვეულო საჩუქარია.
View this post on Instagram
თუმცა უფრო გასაკვირი ის ფაქტი გახლავთ, რომ ჭანისთვის ეს არც პირველი ავტომობილია. ამ ბავშვისთვის დაბადების დღეებზე Ferrari-ს მიღება სიურპრიზიც აღარაა, რადგან რამდენიმე წლის წინ მას სპეციალურად მისთვის შექმნილი Ferrari 488 Spider-ი აჩუქეს.
გამოდის, რომ 10 წლის ჭანს უკვე ორი Ferrari ჰყავს. პირველი, როგორც გითხარით, უნიკალური Ferrari 488 Spider-ი გახლავთ. თუმცა ეს უკანასკნელი შედარებით მოკრძალებულია და მისი ფასი დაახლოებით $230 000-დან იწყება. თუმცა სუპერქარის ღირებულება, რა საკვირველია, მოდიფიკაციების გამოც გაიზრდებოდა.

შედეგად, 10 წლის ასაკში მას უკვე ორი Ferrari ჰყავს — ისეთი ავტომობილები, რომელთა ფლობაზეც ბევრი მთელი ცხოვრება ოცნებობს. თუმცა ავტომობილის მართვის ლეგალური უფლება მას ჯერ არ აქვს. საჭირო ასაკის მიღწევის დროს კი, თუ ამ ტემპით გაგრძელდა, მართვის მოწმობის აღების შემდეგ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტოკოლექციაც ექნება.