Aa Aa
25 სექტემბერი 2020  |  11:08

RS2-ს სიცოცხლის გაგრძელება: ახალი RS6 Avant RS Tribute Edition-ი

Audi RS6 Avant RS Tribute Editions მხოლოდ 25 ეგზემპლარად გამოვა.

თვის დასაწყისში Audi-მ დააანონსა, რომ შეზღუდული გამოშვების 2021 წლის Audi RS6 Avant RS Tribute Edition- ს გამოუშვებდა. ეს არის პატივის მიგება 1994 წლის RS2-სთვის.

ავტომობილის ფასი $109,000-ია და ამ თანხისთვის შესაფერისი მონაცემებიც აქვს. 4-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავა 591 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 3.5 წამში აღწევს.

RS2 სწრაფი Mercedes-Benz AMG C36 უნივერსალისთვის კონკურენციის გასაწევად შეიქმნა. კომპანიამ ეს ავტომობილი Porsche-სთან თანამშრომლობით აიწყო. Porsche-ს Mercedes-ისთვის 500E-ს შექმნა ახალი დასრულებული ჰქონდა. RS2 Avant იმავე ქარხანაში აიწყო. Porsche-ს გავლენა შესამჩნევია.

ძრავა 2.2-ლიტრიანი, 5-ცილინდრიანი ტურბო იყო. „პორშეს“ ხელში ის კიდევ უფრო ძლიერი გახდა. უფრო დიდი გამაგრილებელი, ახალი მანაწილებელი ლილვი, ფრქვევანა, შემწოვი სისტემა და მოდიფიცირებული მართვის ბლოკი დაუყენეს.

315 ცხენის ძალა RS2-სთვის საკმარისზე მეტი იყო. 6-სიჩქანიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი კუატრო სისტემასთან ერთად მუშაობდა. 0-100კმ/სთ-მდე 4.8 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 260კმ/სთ.

RS2-ს „პორშეს“ შემუშავებული დაკიდების სისტემა და 17-იანი Porsche Cup დისკები ჰქონდა. საბურავები - Dunlop-ის. სუპორტები წითელი ფერისაა, რომელზეც „პორშე“ წერია. ამ ემბლემას ავტომობილის სხვა ნაწილებზეც ნახავთ.

Recaro-ს ტყავის სავარძლები და ტყავის საჭე დაუმატეს. მყიდველებს კარბინის ან ხის მასალის არჩევა შეეძლოთ. RS2 13 ფერში იყო ხელმისაწვდომი. საუკეთესოდ კი ლურჯ ფერში გამოიყურებოდა.

დღევანდელი ექვივალენტით ის $120,000 ღირდა და, რა თქმა უნდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. მის მფლობელთა სიაში ესპანეთის მეფე ხუან კარლოსიც იყო.  

გაზიარება: