კვლევა, ავტომობილების ასაკი, მეორადი ავტომობილები
Aa
Aa

რა ასაკის მეორადი ავტომობილი უნდა იყიდოთ? | კვლევის შედეგები

მეორადი ავტომობილის შეძენისას, ერთ-ერთი მთავარი, რასაც პოტენციური მყიდველი ყურადღებას აქცევს, ამ მოდელის გარბენთან ერთად, მისი ასაკიცაა. რა თქმა უნდა, ავტომობილის წლოვანება — თუ მას საკოლექციო მიზნებით არ ყიდულობთ და თან გრძელვადიან პერიოდშიც აპირებთ დატოვებას — გადამწყვეტია.

ამ მიზნით, ავტომობილების ისტორიის პლატფორმა Bumper-ი დაინტერესდა დაედგინა, თუ რა ასაკის მანქანის შეძენა იქნება მომავალი მფლობელისთვის ყველაზე მოგებიანი.

Bumper-ის კვლევის თანახმად, ავტომობილის ფასისა და მოვლის ხარჯების გათვალისწინებით, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი მეორადი მოდელის შესაძენად მისი გამოშვებიდან მეექვსე წელია. ეს ნიშნავს, რომ 2026 წელს თქვენ დაახლოებით 2020 წლის მოდელი უნდა შეიძინოთ.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი შეძენისას?

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ავტომობილის ფლობის მეექვსე და მეშვიდე წლები ხარჯების მხრივ შედარებით სტაბილური პერიოდია. ამ დროისთვის, მანქანას ყველაზე მაღალი გაუფასურების პერიოდიც გავლილი აქვს და თან არც სარემონტო ხარჯების მკვეთრი ზრდის პერიოდია დაწყებული.

მაგალითად, Bumper-ის ანგარიშის თანახმად, მეოთხე წლისთვის საშუალოდ ავტომობილი თავისი ღირებულების დაახლოებით $26 000-ს კარგავს და თავდაპირველი ღირებულების ნახევარზე ოდნავ ძვირი თუ ღირს. მეხუთე წლიდან კი გაუფასურების ტემპი მნიშვნელოვნად იკლებს და ავტომობილი წელიწადში დაახლოებით $1 000–$1 500-ით იაფდება.

ამასთან, თუ მეხუთე წელს ავტომობილის შეკეთების საშუალო ხარჯი $761-ს შეადგენს, ეს მაჩვენებელი მეექვსე-მეშვიდე წლებშიც დაახლოებით ამ დონეზე რჩება. მერვე წელს კი უკვე საშუალოდ $1 079-მდე იზრდება.

ზოგადად, მეორადი ავტომობილის შეძენა ახალზე ხელმისაწვდომი არჩევანია. KBB-ის აგვისტოს მონაცემებით, აშშ-ში მეორადი ავტომობილები ახალ ავტომობილებთან შედარებით საშუალოდ დაახლოებით $23 000-ით უფრო იაფია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები