სატრანსპორტო სქემა, თბილისი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
Aa
Aa

„სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარედ გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა. როგორც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ვკითხულობთ, ცვლილებების მიზანი სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ორგანიზება და გამიჯვნაა, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება.

უწყების ინფორმაციით, ახალი სქემის ამოქმედების დღიდან ნაკადების მოძრაობას შესაბამისი სამსახურები აკვირდებიან. 

სატრანსპორტო მოძრაობის ახალი სქემის შესახებ იხილეთ ვიდეორგოლი:

ახალი სქემით, მეტროსადგურ „დელისიდან“ მოძრაობისას სავაჭრო ცენტრის წინ გზაჯვარედინზე პირველივე შესახვევში მარცხნივ მოხვევით მოძრაობა შესაძლებელია როგორც ქავთარაძის ქუჩის, ისე ყაზბეგის გამზირისკენ.

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მხრიდან მომავალ ავტომანქანებს კი აღნიშნულ შემოსახვევში გადასვლის საშუალება აქვთ, საიდანაც ქავთარაძის ქუჩაზე მოხვდებიან. ყაზბეგის გამზირის მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება „სითი მოლის“ წინ არსებული შემოსახვევიდანაც.

ამასთან, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავხელიძის ქუჩიდან „სითი მოლის“ მიმართულებით მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. თითოეული მიმართულებით შენარჩუნდა ორ-ორი სამანქანო ზოლი. გზაჯვარედინზე მოეწყო შუქნიშნით რეგულირებული ქვეითთა გადასასვლელები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას უკავშირდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები