Aa Aa
25 სექტემბერი 2020  |  12:17

პოლ უოკერის Ford Escort RS1600-ის კადრს მიღმა სიცოცხლე

საინტერესო ისტორია ცნობილი კადრის მიღმა!

Fast & Furious-ის პროდიუსერები ყოველთვის ცდილობენ, რომ მათი მაყურებლების რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით გაზარდონ. ბრიტანელი და ევროპელი მაყურებლების ყურადღების მისაპყრობად პირველი თაობის 1972 წლის Ford Escort RS1600 გამოიყენეს. ის ბრაიან ო’კონერის ავტომობილი იყო. ახლა კი ფილმის ტექნიკური მრჩეველი კრეიგ ლიბერმენი გვიყვება, რა ბედი ეწია მსუბუქწონიან რალის ლეგენდას.

დუბლიორი ავტომობილების აწყობა ბრიტანეტში მოუწიათ. 5 რეპლიკა ააწყეს. ზოგ მათგანს 2.0-ლიტრიანი Vauxhall Redtop-ის ძრავები ჰქონდა. ზოგს კი 1.6-ლიტრიანი Ford Kent-ის.

ეს ავტომობილები ტრიუკების შესასრულებლად იყო შექმნილი. ცნობილი ნახტომის სხვადასხვა კუთხიდან გადასაღებად ორი მათგანი გამოიყენეს. სამწუხაროდ, ერთი სახურავით დაეცა და მთლიანად განადგურდა. მეორე კი ისე დაზიანდა, რომ მხოლოდ ავტოფარეხში სამახსოვროდ შესანახად გამოდგებოდა.

ამ ავტომობილს კოლექციონერმა მეორე სიცოცხლე აჩუქა. გმირი Escort-ის რესტავრაცია $90,000 დაჯდა. განახლებული ძრავა Kent Cams-ის გამანაწილებელ ლილვს იყენებს. ავტომობილს ბევრი ახალი ნაწილი აქვს: 4-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი და შეზღუდული მოჭიდების მქონე დიფერენციალი 3J Driveline-სგან, რეგულირებადი დაკიდების სისტემა, ორმაგი ნახევარღერძები და ძრავის მართვის კომპიუტერი, FIA-ს ომოლოგაციის მქონე უსაფრთხოების კარკასი, Hella-ს განათების სისტემა, JBW Minilight-ის 13-იანი დისკები და ა.შ.

1972 წლის Escort-მა 2013 წლის ფილმში ბრაიანი სიკვდილისგან იხსნა. მარტის თვეში ის $100,000-ად გაიყიდა. კიდევ რამდენიმე Escort-ი არსებობს, თუმცა, იმ რთულ ნახტომს გადარჩენილი ავტომობილი ყველასთვის უფრო სასურველია.  

გაზიარება: