Aa Aa
28 სექტემბერი 2020  |  13:02

2020 წლის Ford Mustang-ი ქარხანამ მუხრუჭის სატერფულის გატეხვის საშიშროების გამო უკან გაიწვია

38 000-ზე მეტი ავტომობილი პოტენციური დაავადების მატარებელია.

მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად სპორტული ავტომობილის 2020 წლის მოდელს მწარმოებელი ქარხანა უკან აბრუნებს. Ford-მა დეფექტური მუხრუჭის სატერფული უნდა გამოასწოროს. დეფექტი სატერფულის გაბზარვაში, ან უარეს შემთხვევაში მის გატეხვასა და ჩაკეტვაში შეიძლება აისახოს.

National Highway Traffic Safety Administration-ის დოკუმენტში ჩანს, რომ ქარხანამ 2020 წლის 23 სექტემბერს ავტომობილები უკან გაიწვია. გაწვევა 38 005 მანქანას შეეხო, რომლებსაც, სავარაუდოდ, ზემოთ აღნიშნული დაავადებას ატარებენ.

თუმცა, ეს პრობლემა 2020 წლის მექანიკური გადაცემათა ქოლოფის Mustang-ებს არ ეხებათ. პრობლემამ ავტომატური გადაცემათა კოლოფის Mustang-ებში იჩინა თავი.

NHTSA-ს დოკუმენტის მიხედვით, ხარვეზის საფუძველი „სატერფულის არასაკმარისი სამოძრაო ადგილია, რომელიც მოხმარებაში გარკვეულ ხმებსაც გამოსცემს“. Ford-მა სატერფულის ზედაპირი პოლიპროპილინის მასალით შეცვალა, რაც აღნიშნული დიზაინისთვის სიცოცხლისუნარიანი არ გამოდგა.

Ford-მა დეფექტური მუხრუჭის სატერფულის გამოყენება 2019 წლის 4 მარტს დაიწყო და 2020 წლის 13 აგვისტოს შეაჩერა. ხარვეზი VIN-კოდით არ იდენტიცირდება. დეფექტი 2020 წელს გამოსულ ყველა ავტომატური გადაცემათა კოლოფის „მუსტანგში“ უნდა ვეძებოთ. საბედნიეროდ, ამ შემთხვევას უბედური შემთხვევები არ მოჰყოლია.

როგორც მაღლა აღვნიშნეთ, გაწვევა 38 005 ავტომობილს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ Mustang-ის მოდელები აშშ-ს საზღვრებს გარეთად იყიდება, გაწვევა სხვა ქვეყნის მოქალაქეთა ავტომობილებსაც შეეხებათ.

გაზიარება: