იბრაჰიმოვიჩმა 45 წლის იუბილე ახალი Ferrari F80-ით აღნიშნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 45 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა. შვედმა ფეხბურთელმა თავისი ძვირად ღირებული ავტომობილების კოლექციას Ferrari-ს კიდევ ერთი მოდელი შემატა. იბრაჰიმოვიჩმა თავის თავს იტალიელების ერთ-ერთი უიშვიათესი, ექსკლუზიური და სწრაფი სუპერქარი, ახალი Ferrari F80 აჩუქა.
შვედი ფეხბურთელი, რომელიც კარიერის განმავლობაში „ბარსელონას“, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ღირსებასაც იცავდა, Ferrari-ის მოდელების დიდი მოყვარულია. არანაკლებ კი, ზლატანს ექსკლუზიური ავტომობილები უყვარს და მისი ახალი შენაძენიც ამის დასტურია. იბრაჰიმოვიჩი ახლა უკვე Ferrari-ის განსაკუთრებული სერიის მხოლოდ 799 მფლობელს შორისაა.

უნდა ითქვას, რომ ამის პარალელურად, იბრაჰიმოვიჩი Volvo-ს ბრენდის ელჩიცაა. თუმცა, ეს ფაქტი, როგორც ჩანს, მას ხელს არ უშლის, Ferrari-ის ძვირად ღირებული ავტომობილების კოლექციაც გააფართოოს.
ზლატანი Ferrari F80-ის ერთი წელი ელოდა
რეალურად, იბრაჰიმოვიჩმა Ferrari F80-ის შეძენის შესახებ პირველად 2025 წლის ოქტომბერში განაცხადა. სასურველი ავტომობილის მისაღებად კი, დაახლოებით ერთი წელი მოუწია ლოდინი. საბოლოოდ, ფეხბურთელს F80 საკუთარ 45-ე დაბადების დღეზე მიუყვანეს.
View this post on Instagram
Ferrari F80 მძლავრი, 1 200 ცხენის ძალის მქონე plug-in ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ეს უკანასკნელი 3-ლიტრიან V6-სა და სამ ელექტროძრავას აერთიანებს. შედეგად, იტალიური სუპერქარი 0-დან 100-მდე მხოლოდ 2.75 წამში აჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს კი 350 კმ/სთ-ზე აღწევს. ეს მაჩვენებელი ელექტრულადაა შეზღუდული.
მართალია, F80-ს V6 ძრავი აქვს, 1 200 ცხენის ძალას ის სამ ელექტროძრავასთან ერთად აღწევს. მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენებით კი სრულად უხმაუროდ გადაადგილებაც შეუძლია.

Ferrari-ების შთამბეჭდავი კოლექცია
ახალი F80 კი, იბრაჰიმოვიჩის უკვე საკმაოდ შთამბეჭდავ Ferrari-ების კოლექციას შეუერთდა. ფეხბურთელის ავტოფარეხში ასევე ინახება ისეთი განსაკუთრებული მოდელები, როგორებიცაა Ferrari Daytona SP3, 812 Competizione, SF90 XX, SF90 Spyder, Purosangue და Monza SP2.
ახალი F80 კი, სავარაუდოდ, მის კოლექციაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.