Sportback-ების სამყაროს ახალი წევრი: Audi Q5 Sportback-ი
Sportback-ების რევოლუცია Q5-ით გრძელდება!
სუვი კუპეების სამყარო დღითი დღე იზრდება. მათ სიას ახლა Audi Q5 Sportback-ი შეემატა. წინა წელს e-tron Sportback-ი და Q3 Sportback-ი გამოვიდა. შეიძლება ითქვა, რომ დღევანდელი ავტოსამყარო ყველაფრის კუპედ გადაქცევისკენაა მიდრეკილი.
Sportback-ი სტანდარტული სუვივით გამოიყურება. ის მხოლოდ 7 მილიმეტრით გრძელია. სიგანეც და სიმაღლეც იგივე აქვს.
საბარგულის მოცულობა 40 ლიტრით ნაკლებია, ვიდრე სტანდარტული სუვის. 510 ლიტრი ჩვეულებრივ მდგომარეობაში და 1 480 ლიტრი დაკეცილი უკანა სავარძლებით.
გასაკვირი არ არის, რომ ტექნოლოგიების უმეტესობა Q5-ს იდენტურია. ამ სიაში OLED უკანა მაშუქები, Audi-ს უახლესი MM საინფორმაციო-გასართობი სისტემა 10.1-ინჩიანი ეკრანით და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარე სისტემები.
Sportback-ს თავისთავად სპორტული დაკიდების სისტემა აქვს. ადაპტური პნევმატიკური საკიდარი კლირენს 45 მილიმეტრით ზრდის. მაღალ სიჩქარეზე ავტომობილი 15მმ-ით დაბლდება. საჭიროების შემთხვევაში, საბარგულის მარტივი დატვირთვისთვის ავტომობილის 55 მილიმეტრით დადაბლებაა შესაძლებელი.
2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი დიზელის ძრავა 205 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 7-სიჩქარიანია. გამონაბოლქვი მინიმუმამდეა შემცირებული.
სხვა აგრეგატები, მათ შორის V6 და ფლაგ-ინ ჰიბრიდული, ხაზს მოგვიანებით შეუერთდება. RS-ზე ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. RS Q3 Sportback-ი არსებობს. შესაძლოა, ეს ვერსია Q5-მაც მიიღოს.
ახალი Audi Q5 Sportback-ის მყიდველისთვის მიწოდება 2021 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.