ჯეიმს მეის ახალი Mini Cooper-ი ყველასგან განსხვავებულია
კლასიკური Mini-ს წარმოება ძალიან დიდხანს, თითქმის 41 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. გასაოცარია, თუმცა ამ წლების განმავლობაში საწარმოო ხაზის მხოლოდ ნახევარი გამოდიოდა სახალისო მორთულობებით - სტიკერებითა და სხვადასხვა გაუმჯობესებებით, რომლებიც მას სხვა მოდიფიკაციებისგან გამოარჩევდა.
Cooper-ის წარმოება 1971 წლის შემდეგ შეწყდა, თუმცა 1990 წელს ხელახლა აღდგა და შემდგომ, დამატებით 10 წელიც გაგრძელდა. Mini Cooper-ებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ვერსია კი ის გახლდათ, რომელიც The Grand Tour-ის წამყვანის, ჯეიმს მეის უახლეს ვიდეოში გამოჩნდა.
ეს Mini Cooper-ი ერთ-ერთია იმ ჯამში სამი ეგზემპლარიდან, რომელიც ოდესმე შექმნილა. ასე, რომ გასაკვირი არაა, რომ მეი მას ჯინის საყიდლად იყენებს. ექსკლუზიური Mini Cooper-ის პროტოტიპის საკუთარი წარმოების ჯინიზე ორიენტირებულ ვიდეოში გამოყენება, კარგი მარკეტინგული ხრიკია. თუმცა, მეი, როგორც სჩვევია, მოდელის ისტორიაზეც ბევრს გვიყვება.
როგორც მეის ვიდეოდან ვიგებთ, ქარხნულად ეს მოდელი Mini 30 იყო, რომელიც შემდგომ 1.3ლიტრიანი ძრავით განაახლეს. ძრავასთან ერთად კი, მოდელს ახალი დისკები და ის ცნობილი სტიკერებიც დაუმატეს. დანარჩენ ორ პროტოტიპთან ერთად, ეს მოდელი პრესისთვის იყო განკუთვნილი, უმეტესად მყიდველებისთვის Cooper-ის დაბრუნების შესატყობინებლად.
თუმცა, ეს არის პროტოტიპი. ეს ნიშნავს, რომ ის წარმოებისთვის განკუთვნილი არ არის, რაც მანქანასაც ეტყობა. მათ შორის პანელებზე შესამჩნევი ხარვეზებია და მოდელის დიზაინიც შედარებით უხეშია.
როგორც ძალიან იშვიათ პროტოტიპს შეეფერება, ამ მოდელსაც ძალიან დაბალი გარბენი აქვს. მეის შესყიდვის პროცესში Mini-ის კილომეტრაჟი 1 500 კილომეტრამდე თუ იყო და წესით, არც ვიდეოს გადაღებისას დაემატებოდა დიდი გარბენი.