ჩინური Chery თავისი მანქანების გაყიდვაში დასახმარებლად რობოტ მორნინს მიმართავს
ჰუმანოიდმა რობოტმა, სახელად მორინიმ, გასულ კვირას შანხაის ავტოშოუზე ყველას ყურადღება მიიპყრო. Tesla-ს კონკურენტი არ გაგიკვირდებათ და ჩინელებს ეკუთვნოდათ, კერძოდ კი ავტომწარმოებელ Chery-ს. ავტოშოუზე მორნინის რამდენიმე სახის ვერსია 3 000-მდე სტუმარს, გაყიდვების აგენტის როლში ემსახურებოდა.
რობოტიკის განყოფილება, AIMOGA, ჩინურმა ავტომწარმოებელმა 2024 წელს წარადგინა. აბრევიატურა შემდეგნაირად განიმარტება: : ხელოვნური ინტელექტი მრავალობიექტიანი გენეტიკური ალგორითმით. AIMOGA-ს შეუძლია სიარული, ადამიანის მეტყველების გაგება (DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელებთან ინტეგრაციის წყალობით) და 10 ენაზე რეაგირება.
Chery-ის თქმით, ბოტს აქვს „ადამიანის მსგავსი მოძრაობის უნარი“, რომელიც „აძლიერებს ურთიერთქმედებას და მომხმარებლებს უფრო ბუნებრივ და მიმზიდველ გამოცდილებას სთავაზობს“. განსაკუთრებული ყურადღება კი, ამ რობოტებმა, მათი შესაძლებლობების გარდა გარეგნობითაც მიიპყრეს. ბევრის თქმით, წარმოუდგენლად გრძელი ქერა თმითა და ლურჯი სათვალით, მორინი ისეთ გოგონას ჰგავდა, როგორიც „ვარსკვლავურ ომებში“ გვინახავს.
თუმცა, Chery ამ რობოტების მხოლოდ სტაფად გამოყენებით არ შემოიფარგლება და მომავალში, ჰუმანოიდი რობოტების ბაზარზე ფეხის მოკიდებასაც ეცდება. კომპანიის განცხადებით, მსგავსი რობოტები, სამომავლოდ, შესაძლოა ავტომწარმოებლის საწარმოო ხაზშიც ვიხილოთ.
ავტომწარმოებლის აღმასრულებლების განცხადებით, AIMOGA კომპანიის მომავალია. თუმცა ბაზარი უზარმაზარია და მასში თავის დამკვიდრება რთული. ამისდა მიუხედავად, ავტომწარმოებელიც ფიქრობს, რომ მომავალში შესაძლოა რობოტების ბიზნესმა ავტოწარმოებასაც კი გადააჭარბოს, განსაკუთრებით კი ჩინეთში. ცნობისთვის, საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ს ბოლო ანგარიშით, ჰუმანოიდი რობოტების ბაზარი 2050 წლისთვის 50 ტრილიონ დოლარს მიაღწევს და 63 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.