"ჩინური" Bentley-ს ბენზინზე მომუშავე ელექტრომობილი $3 000-ად გაიყიდა
მაშინ, როდესაც ჩინეთის წამყვანი ავტომწარმოებლები ელექტრომობილების განვითარებისკენ მიისწრაფვიან, მცირე ზომის კომპანიები კვლავ განსხვავებულ მიდგომას ირჩევენ. ეს უკანასკნელები კი, ძირითადად, მდიდრული ავტომობილების ასლების შექმნით არიან დაკავებულნი. ერთ-ერთი ასეთი, ეს შედარებით კომპაქტური ელექტრომობილია, რომელიც Bentley-ის ასლია და კაპოტის ქვეშ, საინტერესო თემებსაც მალავს.
წინა მხრიდან, ეს მოდელი ყველას პატარა Bentley Bentayga-ს წააგავს, მასიური ცხაურითა და წყვილი მრგვალი LED-მაშუქებით. ის, რაც ამ მცირე ზომის ყალბ Bentley-ის სხვებისგან განასხვავებს, ბენზინზე მომუშავე შიგაწვის ძრავაა - შესაძლოა ბაღის ხელსაწყოდან - რომელიც გენერატორის როლს ასრულებს. და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან იმის თქმაც შეგვიძლია, რომ სხვა მცირე ზომის მოდელებისგან განსხვავებით, ეს Bentley ბევრად მაღალ ხმასაც გამოსცემს. თუმცა ძრავა ბორბლებთან დაკავშირებული არაა და ის, აკუმულატორის კვებისთვის, მხოლოდ გენერატორის ფუნქციას ასრულებს.
ეს კონფიგურაცია ნიშნავს, რომ მანქანა კვლავ იკვებება სრულად ელექტროძრავით, რომელიც ბევრად უფრო ჩუმი და სავარაუდოდ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე სარეზერვო საშუალება. ჰიბრიდული სისტემა პრაქტიკული თვალსაზრისით გამართლებულია იმ ადგილებში, სადაც ელექტრომობილების დამუხტვის წერტილები იშვიათია. ეს ვიდეოც უზბეკეთშია გადაღებული, რაც ამ თემასაც ხსნის.
Instagram-ის პოსტის თანახმად, მანქანის ფასი დაახლოებით 3,100 დოლარი იყო და, როგორც ჩანს, უკვე გაიყიდა. თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ ეს მოდელი რეალურად ბევრად დაბალ ღირებულებადაც შეფასდა.
ონლაინგანცხადებებში ფასები 2500-დან 3100 დოლარამდე მერყეობს, რაც უზბეკეთის პოსტსაც შეესაბამება.
ელექტროძრავის სიმძლავრე 5 ცხენის ძალაა, რომლის საშუალებითაც ეს მოდელი მაქსიმალურ სიჩქარეს 45 კილომეტრ საათზე აღწევს. რაც შეეხება წვის ძრავას, ბატარეის ზომას ან დიაპაზონს, ეს დეტალები ცნობილი არაა. თუმცა, როგორც ამბობენ, სრულად დამუხტვას 8-დან 10 საათამდე სჭირდება.