ავარია, გზატკეცილი, უცნაური
Aa
Aa

გზატკეცილზე შინაური კენგურუს გამოჩენამ ავარია გამოიწვია

ალაბამას შტატის ხელისუფლება მთავარი გზატკეცილი გადაეკეტა მოუწია მას შემდეგ, რაც კენგურუ ახლომდებარე ფერმიდან გაიქცა და ავარიის მიზეზადაც იქცა. შინაური კენგურუ, რომელსაც პატრონი შეილას უწოდებს, ჩვეულებრივ დროს ვოლიერში ატარებს, ტერიტორიაზე, სადაც მის მფლობელ ოჯახს პატარა ზოოპარკი აქვს მოწყობილი.

არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაიქცა კენგურუ ზოოპარკიდან. ABC News-ის ცნობით, ალაბამას სამართალდამცავმა ორგანოებმა კენგურუს შეცვლის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც კენგურუ უკვე გზატკეცილზე იყო. და სამართალდამცველების გამოჩენამდე, ორი მძღოლი კენგურუს დანახვით ალბათ იმდენად დაიბნა, რომ ისინი ერთმანეთსაც შეეჯახნენ. საბედნიეროდ ავარია მსუბუქი იყო და არავინ დაშავებულა.

კენგურუს გამო, პოლიციამ საშტატთაშორისო გზატკეცილი ჩრდილოეთ და სამხრეთის მიმართულებით გადაკეტა. საბოლოოდ, მფლობელმა კენგურუს დაწევა და მისი დამშვიდება მოახერხა მანამ, სანამ თავის ფერმაში დააბრუნებდა.

„ის უსაფრთხოდ დაბრუნდა სახლში და გონს მოვიდა. დამშვიდება აღარ სჭირდება: სვამს, ჭამს და დაშავებული არაა“, - თქვა სტარმა. „ის ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი შინაური ცხოველია. მიხარია, რომ ის დაბრუნდა სახლში და მიხარია, რომ მანქანებმა მისი დანახვისას ტემპი შეანელეს“. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მფლობელი კენგურუს შინაურ ცხოველად მოიხსენიებს, ორგანიზაცია „ცხოველთა სამყარო“ ამ ფაქტს და კენგურუების ტყვეობაში ყოფნას აპროტესტებს.

საინტერესო ფაქტი: ავსტრალიაში, სავარაუდოდ, 35 მილიონზე მეტი კენგურუ ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ ავსტრალიაში კენგურუების რაოდენობა იქ მცხოვრებ ადამიანებზე 9 მილიონით მეტია. ავსტრალიაში კენგურუს უფრო მეტი ადამიანიც ფლობს, ვიდრე აშშ-ში და იმედია, ყველა ამ ინციდენტის შემდეგ უფრო დიდ ყურადღებასაც გამოიჩენს.

მსგავსი სიახლეები