გაყიდვები, ელექტრომობილები, ფოლცვაგენი
Aa
Aa

Volkswagen-ი უფრო მეტ ელექტრომობილს ჰყიდის, თუმცა უფრო ნაკლებ ფულს გამოიმუშავებს

Volkswagen Group-ის შემოსავალი 2025 წლის პირველ კვარტალში 40.6%-ით დაეცა და 2.18 მილიარდ ევროს მიაღწია. ერთი შეხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მკვეთრი ვარდნა გაყიდვების შემცირებით იყო გამოწვეული, თუმცა რეალობა, სრულიად განსხვავებულია.

კომპანიის ახალი ავტომობილების მიწოდებები სინამდვილეში 1.4%-ით გაიზარდა და 2.13 მილიონი ერთეული შეადგინა. სიმართლე კი ისაა, რომ ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნა კომპანიის შემოსავალზე უარყოფითად აისახა.

2025 წლის პირველ კვარტალში ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები გაორმაგდა. უფრო მეტიც, ზრდამ 113%-ს მიაღწია. მარტის ჩათვლით, ჯგუფის მიერ მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ყოველი ათი ავტომობილიდან ერთი ელექტრო იყო. გარდა ამისა, დასავლეთ ევროპაში ელექტრომობილებზე შეკვეთები სამი თვის განმავლობაში, 64%-ით გაიზარდა. ელექტრომობილები ამჟამად დასავლეთ ევროპაში შეკვეთების 20%-ზე მეტს შეადგენს.

შედეგად, სრულიად კონტინენტის ელექტრომობილების სეგმენტში 26%-იანი წილით Volkswagen-ი ლიდერობს. თუმცა ცუდი ამბავი ისაა, რომ უფრო დაბალი მარჟის მქონე ელექტრომობილებზე გადასვლამ ოპერაციული მარჟა 6 პროცენტიდან მხოლოდ 3.7 პროცენტამდე შეამცირა.

შექმნილ ვითარებაზე „ფოლკსვაგენ ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა და ოპერაციების დირექტორმა, არნო ანტლიცმა ისაუბრა. მან ისიც აღიარა, რომ კომპანიის ძლიერი მაჩვენებლები ელექტრომობილების სფეროში არსებული მკაცრი რეალობის გამოვლინებაა. ანტლიცის თქმით, კოპანიებმა ხარჯების შესამცირებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა გასწიონ და ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მოდელებიდან მოგების გაზრდაზე იმუშაონ.

მსგავსი სიახლეები