Aa Aa
15 ნოემბერი 2020  |  12:00

სრული ზომის Ford Bronco-მდე, Bronco Sport გამოვა

Sport ვერსიაც გზაშია!

Ford Bronco-ს დაბრუნებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 100 000-მა ადამიანმა ის უკვე შეუკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოება 2021 წელს დაიწყება. ამასობაში კი Bronco Sport ვერსიაც აიწყობა.

ამ მოდელს თავისი დიდი ძმის მსგავსი შესაძლებლობები ექნება. ოღონდ უფრო დაბალ ფასად და სხვა პაკეტებით.

საბაზისო -  $26,000

Big Bend - $28,160

Outer Banks ($32,160),

Badlands ($32,660),

First Edition ($38,500).

First Edition ვერსია უკვე გაყიდულია. მას და Badlands-ს გაუმჯობესებული დაკიდების სისტემა აქვს.  

Bronco Sport-ი ორი სხვადასხვა ძრავით იქნება ხელმისაწვდომი. საბაზისო, Big Bend და Outer Banks მოდელები 1.5-ლიტრიან  EcoBoost ძრავას მიიღებენ, რომელიც 181 ცხენის ძალასა და 257 ნმ-ს გამოიმუშავებს. Badlands-სა და First Edition-ს 2.0-ლიტრიანი EcoBoost 4-ცილინდრიანი ძრავა ექნება, რომელიც 245 ცხენის ძალასა და 372 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ორივეს 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.  

წარმოება 2021 წლის 22 მარტს დაიწყება. შეკვეთების მიღება კი ამ წლის 7 დეკემბრიდან. შეკვეთები მისი მიღების თანმიმდევრულობით არ იწყობა. რომელიმე კლიენტის სპეციალურმა მოთხოვნებმა, შესაძლოა თქვენი ავტომობილის წარმოება შეაყოვნოს.

Bronco-ს რეინკარნაცია ნამდვილად ამაღელვებელი იყო და მსურველების რაოდენობამ ეს დაამტკიცა კიდეც. ახლა კი მათ მხოლოდ ლოდინიღა დარჩენიათ.

 

გაზიარება: