Aa Aa
13 ნოემბერი 2020  |  11:33

2021 წლის Kia Carnival Limo თანამედროვე ტექნოლოგიებითაა სავსე

ეს სრულიად ახალი დონეა!

Kia-მ წელს თავისი მინივენი განაახლა და შედეგად Grand Utility Vehicle მივიღეთ. სუვის სტილი მინივენს ჰარმონიულად ერწყმის. გარდა დახვეწილი ექსტერიერისა, ინტერიერი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

კორეული ავტომწარმოებელი ამაზე არ შეჩერდა და Hi Limousine ვერსია შემოგვთავაზა. Carnival-ი ახლა ულტრათანამედროვედ მოწყობილი სახლის დონის კომფორტს გვთავაზობს.

ჩვეულებრივი Carnival-ისგან განსხვავება ადვილი შესამჩნევია. სახურავი უფრო მაღალია. ავტომობილში მარტივად ჩასაჯდომად და გადმოსასვლელად გვერდითა საფეხურია დამატებული. Hi Limousine მარკა ადვილი შესამჩნევია.

ლიმუზინში სულ 7 ადამიანი ეტევა. მეორე რიგში მხოლოდ ორი კომფორტული სავარძელია. Kia-ს თქმით, ავტომობილი სალონში ბევრი ცვლილების შეტანის საშუალებას იძლევა. 21,5-ინჩიანი მონიტორი სტანდარტულია. სალონში ჰაერის გამწმენდიცაა.

ტიპური ლიმუზინივით, გვერდითა ფარდები Carnival-ის სალონშიცაა. ეს თანამედროვე სამყაროში ძველი სკოლაა, რომელიც ამ ავტომობილს ნამდვილად უხდება.

მძღოლის დამხმარე ფუნქციებიც სტანდარტულია: ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა, უხილავი წერტილის მონიტორინგი, წინა შეჯახების თავიდან არიდება, ქვეითის შემჩნევა. მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილს მეორე დონის ნახევრად ავტონომური მართვის სისტემა აქვს.

2021 წლის Kia Carnival Hi Limousine ჯერ მხოლოდ კორეაში იყიდება. თუმცა, მისი გამოჩენა ყველა ბაზარზე საინტერესო იქნება.

 

გაზიარება: