ავტოსპორტი, პოლიცია, აშშ, ჩხუბი, ინდიანაპოლისი
Aa
Aa

აშშ-ში რბოლა ქაოსში გადაიზარდა — ერთ-ერთი პილოტი დაკავებულია

ინდიანაპოლისის ცნობილ ტრასაზე გამართული ტრადიციული 3-Hour Figure 8 Championship-ის საიუბილეო 50-ე ჩემპიონატი ნამდვილ ქაოსში და მასობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც საბოლოოდ ერთ-ერთი პილოტის დაპატიმრება და სისხლის სამართლის ბრალდება გამოიწვია.

Figure 8-ის რბოლები თავისი სპეციფიკითა და გზაჯვარედინზე ავარიების მაღალი რისკით ისედაც ექსტრემალურია, თუმცა ამჯერად ინციდენტი ტრასის ფარგლებს გასცდა. რბოლის მიწურულს, ტრასაზე მომხდარი შეჯახებისა და სპორტსმენებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ, დაპირისპირებამ პიტ-ლეინსა და პადოკში გადაინაცვლა.

პილოტ დეინა ტანის და სხვა მონაწილეებს შორის სიტუაცია იმდენად დაძაბა, რომ საქმეში პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. თვითმხილველების ვიდეოებში ჩანს, როგორ ცდილობენ სამართალდამცავები გაბრაზებული ბრბოსა და პილოტების განცალკევებას.

შედეგად, ინციდენტის შემდეგ დეინა ტანი ადგილზევე დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. პილოტს წაუყენეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის მძიმე ბრალდება. $50,000-იანი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირმა, სპორტული შედეგების ნაცვლად, ამერიკული მედიის ყურადღება სწორედ ამ სკანდალითა და პოლიციის ჩარევით მიიპყრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები