10 წლის შემდეგ შეცლილი პოზიცია | რატომ გადაწყვიტა McLaren-მა SUV-ის გამოშვება?
McLaren-მა მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე ახალი SUV-ის გამოშვების გეგმა ოფიციალურად დაადასტურა. უახლესი მოდელი კი საავტომობილო ბაზარზე Ferrari Purosangue-სა და Aston Martin DBX-ს კონკურენტად მოგვევლინება.
ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ დაახლოებით 10 წლის წინ McLaren-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა SUV-ის გამოშვებას კატეგორიულად გამორიცხავდა. კომპანიის წარსული პოზიციით, მაღალი გამავლობის მოდელი McLaren-ის სუპერმანქანების იმიჯს არ შეესაბამებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ერთმა კაცმა იდეალური მანქანა?
SUV-ის პროექტის ოფიციალურად დადასტურებამდე, McLaren-მა დაახლოებით £500 მილიონის ($674 მილიონი) ინვესტიციებიც დააანონსა. თანხა გაერთიანებულ სამეფოში საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას მოხმარდება და 2032 წლისთვის McLaren-ის გუნდში სულ მცირე 1 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
დამატებით, კომპანია გაერთიანებულ სამეფოში არსებული ბაზისგან განცალკევებით, ახალი ასაწყობი ქარხნის შექმნასაც გეგმავს. სწორედ ეს საწარმო იქნება განკუთვნილი McLaren-ის მომავალი თაობის მოდელების, მათ შორის „სპორტული SUV-ის“, წარმოებისთვის.

ამ ეტაპისთვის, McLaren-ს ახალი მოდელის შესახებ ჯერ დეტალები არ დაუდასტურებია. თუმცა კომპანიის ოპერაციული მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკლ სტროუჰანმა Autocar-თან გაამხილა, რომ ბრენდის უახლესი SUV წესით კარბონის მონოკოკის ბაზაზე იქნება აგებული, რომელიც ასევე გამოიყურება McLaren-ის სუპერქარებშიც. Autocar-ის თანახმად, ახალი SUV-ის პრეზენტაციას 2030 წლამდე უნდა ველოდოთ. ამან კი შესაძლოა მომავალში სხვა შიგაწვის ძრავის მქონე სრულადამძრავი მოდელების შექმნასაც დაუდოს საფუძველი.
საინტერესოა, რომ McLaren-ის დილერებმა ახალი SUV-ის პროტოტიპის ხილვის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადეს. მათი აღწერით, ავტომობილს აგრესიული და მასიური ვიზუალი ჰქონდა, რითაც Porsche Cayenne Turbo GT-ს წააგავდა და 24-დიუმიან დისკებზე იდგა.

რატომ შეცვალა McLaren-მა პოზიცია?
SUV-ის შექმნაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელის პოზიცია, მისი წინამორბედის, მაიკლ ფლევიტის მიდგომისგან მკვეთრად განსხვავდება. ხოლო McLaren-ის მოქმედი ხელმძღვანელი მაიკლ ლაიტერსი ამ გეგმისადმი შედარებით ღიაა, რაც ალბათ მისი წარსულითაც აიხსნება — ლაიტერსი Ferrari-ს ყოფილი თანამშრომელია და მანამდე Porsche-შიც ხანგრძლივი პერიოდი დაყო. შესაბამისად, მისი კარიერა დაკავშირებულია როგორც Porsche Cayenne-ის, ისე Ferrari Purosangue-ის განვითარებასთან.
ასევე დაგაინტერესებთ: McLaren-ი პირველი SUV-ის გაშვებისთვის ემზადება | რა ვიცით?
SUV-ის სეგმენტში შესვლას McLaren-ისთვის კომერციული პოტენციალიც აქვს. 2025 წელს კომპანიამ ჯამში 2 000 ერთეული ავტომობილი გამოუშვა. შედარებისთვის, Ferrari პროგნოზირებს, რომ მხოლოდ Purosangue-ის წლიური წარმოება 3 000 ერთეულამდე გაიზრდება, ხოლო Lamborghini Urus-ის გაყიდვები McLaren-ის ამ მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

დამატებით, McLaren საკუთარ ძრავებსაც შექმნის, რაც ნიშნავს, რომ კომპანია Ricardo-ზე აღარ იქნება დამოკიდებული. ამის ნაცვლად, McLaren-ი თავადვე დააპროექტებს და აწარმოებს აგრეგატებს. მათ შორის, კომპანიის განცხადებით, ორი ახალი ჰიბრიდული ძრავისა და მათთან დაკავშირებული ტრანსმისიების განვითარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.