შევროლეტი, კამარო, შევროლეტი კამარო, მიტოვებული ავტომობილები
Aa
Aa

1969 წლის Chevy Camaro-ს ტრიო მინდორში დალპობისგან იხსნეს

ეს Camaro-ები ფარდულში არ უპოვიათ, თუმცა მაინც ეპიკური აღმოჩენაა.

ჩვენ ყველას გვიყვარს ფარდულში შემთხვევით აღმოჩენილი ავტომობილები. მათ ბედმა გაუღიმათ, რადგან წლების უმოქმედოდ გატარება, შედარებით მშრალ და გადახურულ სიცრცეში მოუწიათ. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ გადასაკრავიც აქვთ გადაფარებული. უფრო დრამატული სანახავი კი მინდვრებში აღმოჩენილი ავტომობილებია. არიზონას მსგავს მზიან და მშრალ ადგილას ეს ისეთივე ცუდი არაა, როგორიც აშშ-ს სხვა უფრო ტენიან არეალებში. ეს ისტორია კი 1969 წლის სამი Chevy Camaro-ს შესახებაა, რომელიც კენტაკიში, ჯართში იპოვეს.

ამ ტერიტორიაზე ასობით მანქანაა განთავსებული. სამწუხაროდ, ტერიტორიის მფლობელი გარდაიცვალა. მის ქვრივ მეუღლეს კი ეზოს დასუფთავება და მოწესრიგება აქვს გადაწყვეტილი. ქოდი ბელჩერი საავტომობილო პროექტებით იყო დაკავებული. მას Camaro-ები განსაკუთრებულად მოსწონდა.

კორპუსის მსურველებს კაბრიოლეტის ამოსაყვანად 14 ავტომობილის გადაადგილება მოუხდათ. მეორე Camaro-ს კი თავზე ექვსი მანქანა ედგა. ნარინჯისფერი ჰარდტოპ ვერსია და კაბრიოლეტი RS მოდელებია, ხოლო ლურჯი Camaro - საბაზისო კომპლექტაციის. ავტომობილები საკმაოდ დაჟანგულია მაგრამ მათი რესტავრაცია მაინც შესაძლებელია.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამერიკული კუნთების ეს სამი წარმომადგენელი საიმედო ხელშია. მათი რესტავრაციის სამუშაოები შრომატევადი, თუმცა, კმაყოფილების მომგვრელი იქნება. იმედია საპროექტო მსურველი ეზოში განთავსებულ სხვა კლასიკურ ავტომობილებსაც გამოუჩნდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები