შევროლეტი, ნასკარი, ტანკი, შევროლეტ კობალტი
Aa
Aa

NASCAR-ის მრბოლელმა Chevrolet-ის გასანადგურებლად ნამდვილი ტანკი იყიდა

კარსონ ჰოვჩევარმა და მისმა მეგობარმა $800-$800-ად მეორადი ავტომობილები შეიძინეს და იაფფასიანი მანქანებით შეჯიბრის მოწყობაც გადაწყვიტეს. თუმცა Chevrolet Cobalt-ი ტექნიკური პრობლემების გამო ასპარეზობას გამოეთიშა და საბოლოოდ, მრავალტონიანი ტანკის მსხვერპლადაც იქცა...

NASCAR-ის თასის სერიის პროფესიონალური დონის მრბოლელმა, კარსონ ჰოვჩევარმა, თავისი მეგობრის მსგავსად, Cobalt-ში $800 გადაიხადა. შეჯიბრის მეორე მონაწილემ კი არჩევანი Oldsmobile Cutlass Supreme-ზე შეაჩერა. გეგმა მარტივი იყო: მცირე ბიუჯეტით შეეძინათ ავტომობილები და გაერკვიათ, ვინ უფრო უკეთესად შეძლებდა მათ მომზადებას.

თუმცა Chevy-ს თავიდანვე პრობლემები აღმოაჩნდა. ავტომობილს ხელახლა სჭირდებოდა გადაღებვა, ასევე საჭის ჰიდრავლიკური სისტემაც დაზიანებული იყო. საწვავის ჩასხმის დროს ახალმა პრობლემებმაც იჩინა თავი. კარსონმა ავზში შესაბამისი საწვავის ნაცვლად Unleaded 88 ჩაასხა. მისმა მეგობარმა ეს შეცდომა კამერის წინ შენიშნა, თუმცა უკვე გვიანი იყო. მალევე ძრავამ არასტაბილურად დაიწყო მუშაობა და ბოლოს სულ გაჩერდა.

საბოლოოდ, გადაწყდა კიდეც, რომ შეჯიბრზე ვერ გავიდოდა. ამის ნაცვლად კი მეგობრებმა მას ახალი „დანიშნულება“ მალევე უპოვეს და იმავე დღეს მის გასანადგურებლად ნამდვილი ტანკიც მოიყვანეს. ჰოვჩევარის მანქანის სახლში დაბრუნება მხოლოდ Oldsmobile-ზე მისი ბუქსირით მოახერხეს.

შედეგად, შეჯიბრი აღარ ჩატარებულა. ამის ნაცვლად კი ორგანიზატორებმა დაზიანებული Chevrolet Cobalt-ის განადგურება გადაწყვიტეს.

ადგილზე ექსპლუატაციიდან მოხსნილი სამხედრო ტანკიც გამოჩნდა. ტანკმა Cobalt-ის კაპოტსა და სახურავს გადაუარა და რამდენიმე წამში მანქანა გაბრტყელებულ ლითონის გროვად აქცია. ჰოვჩევარი და მისი მეგობარი კი ამ ყველაფერს რამდენიმე მეტრის დისტანციიდან შეჰყურებდნენ.

სანახაობის დასრულების შემდეგ ნარჩენები ადგილიდან გაიტანეს.

თუმცა მომხდარითა და ადგილზე ტანკის მიყვანის ფაქტით ყველა აღფრთოვანებული არ დარჩენილა. აღნიშნულ ლოკაციაზე მდებარე საცხოვრებლების მესაკუთრეთა ასოციაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სამხედრო ტექნიკის ადგილზე მიყვანა გააპროტესტა. მოჰყვება თუ არა ამ ქმედებას რაიმე სამართლებრივი ქმედება, ამას დრო გვიჩვენებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები