შეიძინეთ BMW e30 M3 იქამდე, სანამ ამის შანსი არსებობს
ყველა თაობის M3-ს ფასი ემატება. იმოქმედეთ სანამ შესაძლებელია.
ის დრო დიდიხანია წავიდა, როდესაც ვინტაჟური BMW M3-ის შესაძენად 10 000$-ზე ნაკლები იყო საკმარისი. E30-ის ფასები ახლა 50 000£-დან იწყება და 70 000£-საც კი აჭარბებს. სურათებზე გამოსახული ’87 წლის e30 M3 კი საკმოად საინტერესოდ გამოიყურება.
Silverstone-ის აუქციონზე ის 27 მარტს გავა და მისი სავარაუდო ფასი 32 000£-დან 38 000£-მდე იქნება. ეს თანხა კი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, რადგან ავტომობილს არაფერი სჭირს. მას ერთი ბრიტანელი მფლობელი ჰყავდა, რომელმაც ის ქვეყანაში გერმანიიდან 1999 წელს შეიყვანა. თავდაპირველად მფლობელი M3-ს ყოველდღიური გადაადგილებისთვის იყენებდა, შემდეგ კი მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში.
2016 წელს ავტომობილს მცირედი რესტავრაცია ჩაუტარდა. ის ქარხნული Diamond Black-ის საღებავით შეღებეს და ახალი საქარე მინა დაუმონტაჟეს. გარდა ამისა, ავტომობილს ბენზინის ახალი ფილტრი, წნევის რეგულატორი, ფილტრები, ხუნდები და სამუხრუჭე დისკებიც შეუცვალეს. ახლახანს კი მანქანამ სრული სერვისი E30 M3-ის სპეციალისტთან გაიარა.
ოდომეტრზე 212 000 კილომეტრია გამოსახული. გამომდინარე აქედან, ის სამართავად არის განკუთვნილი და არა მუზეუმში დასადებად. საშუალების შემთხვევაში, შეიძენდით თუ არა ამ ავტომობილს?