მოდიფიცირება, მერსედესი, მერსედეს ჯი-კლასი, მერსედეს აიემჯი, მენსორი, მერსედეს აიემჯი ჯი63
Aa
Aa

ისტორიაში ყველაზე მდიდრული G-Class-ი უკვე არსებობს

გზაზე ცოტა მანქანა იპყრობს ყურადღებას ისე, როგორც Mercedes-AMG G63. მაგრამ Mansory-სთვის, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტით დაგვამახსოვრა თავი, G63-ის დიზაინიც კი, მოკრძალებული აღმოჩნდა. შედეგად, მივიღეთ მოდელი, რომელსაც მხოლოდ ექსტერიერითაც შეგვიძლია ძალიან მდიდრული ვუწოდოთ. თუმცა ამასთან ერთად ცოტა არ იყოს „გადაჭარბებულიც“.

Mansory-მ წარსულშიც G-Class-ის არაერთი დამამახსოვრებელი ვერსია შეიმუშავა, ფოტოზე კი, მის უახლეს ნამუშევარს - Grande Entrée-ს ხედავთ. ის, რაც ჩვეულებრივ G 63-ად დაიწყო, ახლა სიტყვა ჩვეულებრივისგან ძალიან შორსაა. ეს კონკრეტული Grande Entrée დუბაიში, ტიუნინგის სახლის სადილეროში იყიდება. და თუ აქამდე, სტანდარტული G-Class-ის დუბაის ქუჩებში შემჩნევა შედარებით რთული იქნებოდა, ახლა, ოქროსფერში შეღებილი მოდელის გამორჩევა აღარავის გაუჭირდება.

Mansory-მ G 63-ის კორპუსის პანელი თითქმის სრულად განაახლა. მოდელს განახლებული წინა ფასადი, ცხაური და LED-განათება უყენია. შეცვლილია კაპოტიც და გაფართოებულია წინა და უკანა ბორბლების თაღები. თვლების ბაზის გაფართოებით, Mansory-მ ასევე შეძლო უკანა გვერდითი ფანჯრების გაზრდაც, რომლის საშუალებითაც სალონში უფრო მეტი სინათლე შემოდის. ინტერიერში ძირითადი ცვლილებები კი, კრემისფერი ტყავის სალონი, უკანა სავარძლებს შორის ახალი კონსოლი და მთლიან მანქანაზე გამყოლი ფერადი LED-განათებებია.

განახლებულია 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავა ახლა 820 ცხენის ძალას და 1 200 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ამ მომენტისთვის, მისი შესაძლებლობების შესახებ სხვა მონაცემები არ გასაჯაროებულა, თუმცა ბევრი თვლის, რომ ეს მოდელი გზებზე მრავალი სუპერქარის ჩამოტოვებასაც მარტივად მოახერხებს.

 

მსგავსი სიახლეები