1998 წლის Subaru Impreza 22B STI აუქციონზე $312,555-ად გაიყიდა
Aa
Aa

1998 წლის Subaru Impreza 22B STI აუქციონზე $312,555-ად გაიყიდა

Subaru Impreza 22B STI, რომლის აუქციონზე გამოჩენაზე ჩვენ უკვე გესაუბრეთ, გაიყიდა და თანაც ძვირად.

Impreza 22B STI იშვიათი და ერთ-ერთი საუკეთესო Subaru-ა. ეს ავტომობილი რალიში მიღწეული წარმატებების აღსანიშნავად გამოუშვეს. ეს ავტომობილი Mitsubishi-ს წინააღმდეგ კოლინ მაკრეის ტრიუმფის მთავარი შემოქმედია. 22B-ს სულ 400 ეგზემპლარი არსებობს და მისი გასაყიდად გამოჩენა იშვიათი მოვლენაა. ახლა კი აუქციონზე $312,555-ად გაიყიდა! ეს უფრო მეტია, ვიდრე 2017 წელს გაყიდული პირადად კოლინ მაკრეის რალის ავტომობილის ფასი.

ავტომობილის სერიული ნომერი 156-ია. ოდომეტრი 40 000 კილომეტრს უჩვენებს. კაპოტის ქვეშ 2.2-ლიტრიანი ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავაა, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძალას ოთხივე თვალს აწვდის.

როგორც ყველა 22B-ს, ამ კონკრეტულსაც აქვს ნაწილები, რომლებიც მას ჩვეულებრივი Impreza-სგან გამოარჩევს. მაგალითად, უფრო დიდი თაღები, რომლებიც ოქროსფერ BBS დისკებს ფარავს, STI-ს სუპორტები და Prodrive-ს დაკიდების სისტემა.

ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირიანი Subaru არ არის. 1998 წლის Impreza 22B STI 2020 წელს $370,000-ად გაიყიდა. მას მხოლოდ 436 კილომეტრი ჰქონდა გავლილი.

მსგავსი სიახლეები