Lamborghini-ის დავიწყებული მხეცი: მხოლოდ 15 ეგზემპლარად
Lamborghini-ს წარმოუდგენელი ნიჭი აქვს: აქციოს თავისი სტანდარტული წარმოების მოდელები შეზღუდული გამოშვების ძვირად ღირებულ საკუთრებად. წლების განმავლობაში, იტალიურმა ავტომწარმოებელმა ექსკლუზიური მხეცების სერია შექმნა, რომელთა შორის იყო: Sian-ი, Centenario, SC20, და Veneno.
თუმცა, თუ 2000-იან წლებში გადავინაცვლებთ, ერთი მოდელ ჩვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. ეს მოდელი Reventon-ია და იმავე ხაზის - Roadster-ი.
კუპეს წარმოება Roadster-მ მხოლოდ 20 ერთეულამდე შეზღუდა, ხოლო Reventon Roadster-ის შემთხვევაში დამატებით 15 ეგზემპლარი გამოუშვა. ამ რაოდენობით, რთული წარმოსადგენია, რომ ოდესმე ვინმე კიდევ შეძლებს ამ მოდელების შეძენას, თუმცა Sotheby’s-ი ამის საშუალებასაც იძლევა. მაგრამ საკმაოდ სოლიდურ ფასად - ექსკლუზიური Roadster-ები მომდევნო თვეში მილანში გამოჩნდება და $1.5-დან $1.8 მილიონამდე იქნება შეფასებული.
Lamborghini Murcielago-ს პლატფორმაზე შექმნილი Reventon Roadster-ი იმავე 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც LP 670-4 SV-ში გვხვდება. ეს კონკრეტული მოდელი Grigio Reventon-ის ფერშია შესრულებული და მას ფუტურისტულ, სამხედრო იერსს სძენს. ეს კონკრეტული მოდელი თავის პირველ მფლობელს შვეიცარიაში 2010 წლის ივლისში გადაეცა, ხოლო 2018 წელს გერმანიაში კიდევ ერთხელ გაიყიდა.
Reventon-ის ექსტერიერის დიზაინი F-22 Raptor-ისგანაა შთაგონებული. როგორც აუქციონის პლატფორმაზეა მითითებული, ამ კონკრეტულ მოდელს დაზიანება არ აღენიშნება და თითქმის იდენტურია იმ მდგომარეობის, რა მდგომარეობითაც მან ქარხანა დატოვა.
იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მოდელს მხოლოდ 4 000 კილომეტრი აქვს დაფარული, ეს ფასი, რომელიც აუქციონის სახლს აქვს მითითებული საკმაოდ ხელსაყრელია. თანაც მაშინ, როდესაც 2010 წელს, მისი ერთ-ერთი ეგზემპლარი $2.1 მილიონად გაიყიდა.