ელექტრომობილი, ჩინეთი, ტესტირება, სასამართლო
Aa
Aa

ჩინური ავტომწარმოებელი ბლოგერს უჩივის და $1.4 მილიონს ითხოვს | მიზეზი

ამ თვის დასაწყისში ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩინელი ავტობლოგერი სრულად ელექტრო Avatr 12-ზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ავტომობილი ისეთი აეროდინამიკური არ არის, როგორც ამას ავტომწარმოებელი ამტკიცებდა. Avatr-ის თანახმად, მანქანის შუბლური წინაღობის კოეფიციენტი 2.1-ია, როდესაც ბლოგერმა ტესტირებისას გაცილების ნაკლები დააფიქსირა - 0.281.

როგორ ჩანს, Avatr-ს ბლოგერის ტესტირების შედეგები არ მოეწონა და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. კომპენსაციად კი, Avatr-ი არც მეტი არც ნაკლები $1.4 მილიონს ითხოვს.

ბლოგერმა საპასუხო განცხადება X-ზე გამოაქვეყნა, ფართო საზოგადოების ყურადღებაც მალევე მიიპყრო და მათ შორის, Tesla-ს დამფუძნებელიც კი გამოეხმაურა, რომელმაც ბლოგერის პოსტი გადააზიარა. თუმცა საპასუხოდ, Avatr-მა მილიარდერი პრეზენტაციაზე დაპატიჟა, რომელსაც რა თქმა უნდა არ დასწრებია. 

თუმცა იმავე პრეზენტაციაზე, ჩინურმა კომპანიამ დაამტკიცა, რომ შუბლური წინაღობის კოეფიციენტი 2.1-ს აღწევს - მაგრამ, მხოლოდ სპეციფიკურ პირობებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რიცხვები შეიძლება განსხვავდებოდეს.

ტესტირების დროს, გვერდითა კამერებითა და დაბალი წევის მქონე ბორბლებით, Avatr-ის წინაღობის კოეფიციენტი (Cd) 120 კმ/სთ სიჩქარეზე 0.2175 იყო. სპორტულ ბორბლებზე გადასვლის შემდეგ, ის 0.2326-მდე გაიზარდა. ჩვეულებრივი სარკეების დამატებამ და საკიდრის აწევამ ის 0.2509-მდე გაზარდა. წინა ცხაურის გახსნის შემდეგ ის 0.2743-მდე გაიზარდა — თითქმის იმდენი, რამდენსაც ბლოგერი ამტკიცებდა.

ტესტირების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბლოგერმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა, თუმცა დასძინა, რომ ავტომწარმოებელმა ამ შემთხვევაში პროტოტიპი გამოიყენა და არა სერიული წარმოების მანქანა. Avatr-მა ეს ბრალდებებიც უარყო და ბლოგერს უჩვილა. კომპანია მისგან $1.4 მილიონს ითხოვს.

ისინი ასევე ეჭვობენ, რომ ბლოგერი შავი პიარის გამვრცელებელთა შორისაა და $700 000-ს სთავაზობენ მას, ვინც უკან მდგომი პირების შესახებ მათ ინფორმაციას მიაწვდის.

 

მსგავსი სიახლეები