კაბრიოლეტი, მერსედესი, მერსედეს ეს-კლასი, კუპე, წარმოების დასასრული, მერსედეს ი ქიუ ესი
Aa
Aa

Mercedes S-Class-ის კუპეს და კაბრიოლეტის წარმოება მალე შეწყდება

S-Class-ის კუპესა და კაბრიოლეტს წარმოებიდან ამოიღებენ. მერსედესი ახალი EQS-ის წარმოებას იწყებს.

ბევრი ავტომწარმოებელი ცდილობს აქცენტი საკუთარ ძლიერ მხარეებსა და ბაზრის მოთხოვნებზე გააკეთოს. ისინი ზოგ ავტომობილს წარმოებიდან იღებენ და უპირატესობას ახალი, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოდელების შექმნას ანიჭებენ. ეს ხშირად სრულიად ახალ პლატფორმაზე ხდება და შექმნილი ავტომობილები ან ჰიბრიდია ან EV. 

მოულოდნელი არ ყოფილა, რომ „მერსედესმა“ S-Class-ის კუპესა და კაბრიოლეტის MB EQS-ით ჩანაცვლება გადაწყვიტა. EQS-ი 2021 წლის მოდელია. ის სრულიად ახალ პლატფორმაზე და 4x4 სისტემითაა.

S-Class-ის კუპესა და კაბრიოლეტის შეკვეთა შესაძლებელი მაისამდე იქნება. წარმოება აგვისტოში შეწყდება. ეს მოდელები 2017 წელს განაახლეს და ძველს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თუმცა, ისინი მეექვსე თაობის S-Class-ზეა დაფუძნებული, რომელიც უკვე დაახლოებით 7 წელია გამოდის.

S-Class-ის სედანი, ბაზარზე ყოველთვის წარმატებული იყო, ამიტომ EQS-ს ბევრის შემოთავაზება მოუწევს იმისთვის, რომ ის დაჩრდილოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები