Alfa Romeo წლის ბოლოს Giulietta-ს წარმოებას წყვეტს
Alfa Romeo ევროპელი მყიდველების ერთ-ერთი ფავორიტი ჰეჩბეკის წარმოების შეწყვეტას აპირებს.
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი კომპაქტური ჰეჩბეკი Alfa Romeo Guilietta 2010 წლიდან გამოდის და თავის დროზე გაყიდვებშიც საკმაოდ წარმატებული იყო. 2011 წელს ევროპელმა მყიდველებმა 78,911 ეგზემპლარი შეიძინეს. იმ დროს, როცა მისმა კონკურენტებმა თაობები შეიცვალა, ეს ავტომობილი იგივე რჩებოდა, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო განახლებებს. გაყიდვებიც ნელ-ნელა შემცირდა.

Alfa Romeo Giulietta-ს ჩანაცვლებას აპირებს. მის ნაცვლად ახლა Tonale-ს გამოუშვებს. კომპანია გვპირდება, რომ ახალი კომპაქტური კროსოვერი ისეთივე დინამიკური იქნება, როგორიც Giulietta არის.
კომპანიის გადაწყვეტილებით, ისინი Alfa Romeo Guilietta-ს წარმოებას წლის ბოლოს შეწყვეტენ. ახალი Tonale კი მათი პირველი ფლაგ-ინ ჰიბრიდი იქნება. დებიუტი წლის ბოლოს უნდა შედგეს, თუმცა კორონავირუსის გამო, შესაძლოა, გადაიდოს.

„ალფა რომეო“ ძირითიდად სუვების წარმოებაზე გადასვლას აპირებს. როგორც ჩანს, მალე მათი ერთადერთი სედანი Giulia იქნება, რომელიც კომპანიის სამ სუვთან ერთად გაიყიდება.