უახლესი BMW M4 GT3-ის შეძენა 415 000€-დ შეიძლება
M4-ის სარბოლო ვერსია Nurburgring-ზე თვის ბოლოს გამოჩნდება.
ის აქაა - რბოლისთვის გამზადებული BMW M4 GT3. ამ ავტომობილზე მუშაობა 2019 წლის ბოლოს დაიწყო და თვის ბოლოს Nurburgring-ის 24 საათიან რბოლაში „მოინათლება“. BMW Motorsport-ი ირწმუნება, რომ ახალი ავტომობილი, M6 GT3-თან შედარებით, ყველა კატეგორიაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
მათი თქმით, M3-ის მართვის მახასიათებლებმა და კაბინამ ავტომობილი დამწყები მრბოლელებისთვის უფრო კომფორტულად გამოსაყენებელი აქცია. მას საბურავების ხშირი შეცვლა, ტრანსმისიისა და ძრავის ხშირი სერვისი და ლეპტოპით მუდმივი პროგრამირება არ სჭირდება.
სარბოლო გუნდებსა და ტრეკის მდიდარ მომყვარულებს ამ მანქანის შეძენა 415 000€-დ შეეძლებათ, რაც M6 GT3-ზე მცირედით იაფია. მიწოდება 2022 წელს დაიწყება. იქამდე, BMW-მ 20 000კმ-იანი ტესტი უნდა გაიროს, გამოვლენილი ხარვეზები გაასწოროს და 2022 წლის რბოლებისთვის მოემზადოს.
Competition Package-ი, რომელიც სპეციალურად გამძლეობის რბოლისთვის იქნება მომზადებული, არჩევადი იქნება. ის დამატებით მაშუქებს, ამორტიზატორების მოძრაობის სენსორებს. რადარების/კამერების სისტემას, საბურავების წნევისა და ტემპერატურის მაჩვენებლებსა და GT3-ის სიმულატორს მოიცავს.
M4 GT3 იმავე 3-ლიტრიან ტურბინიან ძრავას იყენებს, რაც საგზაო M3-სა და M4-ში გვხვდება. თუმცა ეს ძრავები ძირფერსვიანად მოდიფიცირებულია. ის 582 ცხენისძალას გამოიმუშავებს და 40 კგ-ით მსუბუქია, ვიდრე M6 GT3-ის V8 ძრავა. აღნიშნული სიმძლავრე 6-სიჩქარიანი Xtrac-ის კოლოფით უკანა ღერზეა მიმართული.
საჭე Fanatec-თან თანამშრომლობითაა შექმნილი და მისი გამოყენება სიმულაციაშიც შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი ჩვეულებრივ M4-ს გავს, GT3 ორივე მხარეს 75მმ-ით უფრო განიერია და უკან უზარმაზარი ფრთა აქვს.