BMW M2 CS-მა „მწვანე ჯოჯოხეთში“ Audi RS3-ის რეკორდი გაანადგურა | ვიდეო
ახალმა BMW M2 CS-მა ნიურბურგრინგის „მწვანე ჯოჯოხეთში“ წარმოუდგენელი 7 წუთი და 25.5 წამი დააფიქსირა. ამ რეკორდის დამყარებისას, გერმანულ მოდელს BMW-ის მრბოლელი იორგ ვაიდინგერი მართავდა. ასევე გერმანელი მრბოლელი, რვა წამით უფრო სწრაფი იყო, ვიდრე წარსულის რეკორდსმენი, Audi RS3.
526 ცხენის ძალის მქონე უკანა ამძრავი M2 CS-ის სრული წრის ნახვა ქვემოთ მოცემულ ვიდეოში თავად შეგიძლიათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაიდინგერმა, თავისივე რეკორდი, რომელიც M2-ით დაამყარა, ამ გარბენით 13 წამით შეამცირა. 2023 წელს დაფიქსირებული წუთი და 38.7 წამი გასულ წელს, RS3-იმ მოხსნა. ახლა კი, კვლავ BMW-ის მოდელმა გააუმჯობესა.
რა თქმა უნდა, CS უბრალოდ M2 არ არის. ამ ავტომობილის 3-ლიტრიანი, ტურბოდაბერვის ძრავა 82 ცხენის ძალით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ძველი M2 CS-ის შემთხვევაში. გამოდის, რომ ამ მოდელის სიმძლავრე შესაძლოა 523 ცხენის ძალას აღწევდეს. ამას ემატება 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, გაუმჯობესებული გამონაბოლქვი და დაკიდების სისტემა, კარბონის კერამიკული მუხრუჭები.
ის ფაქტიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მოდელი სტანდარტულ M2-თან შედარებით 8 მმ-ით დაბალია. კარბონის კორპუსის ნაწილები კი - სახურავი, კაპოტი, ინტერიერის მორთვა - M2-ის წონას დაახლოებით 30 კილოგრამით ამცირებს.