დრაგი, კორვეტი, მუსტანგი, შევროლეტ კორვეტი
Aa
Aa

შეძლებს საუკეთესო Mustang-ი სტანდარტული Corvette Stingray-ის დამარცხებას?

Ford-ს წლებია Corvette-ის ღირსეული კონკურენტი არ ჰყოლია. მეორე მხრივ, Camaro-ს წარმოების დასრულების შემდეგ, არც Chevrolet-ს ჰყავს Mustang-ის პირდაპირი კონკურენტი. ამის მიუხედავადაც, საუკეთესო Mustang-ისა და საბაზისო ვერსიის Corvette-ის დაპირისპირება მაინც სანახაობრივია და ამას, ყველაზე კარგად, U-Drag-ის რბოლა წარმოგვიდგენს.

U-დრაგ რბოლები შესანიშნავია, რადგან ისინი ყურადღებას მხოლოდ სიმძლავრეზე არ ამახვილებენ. ეს არის ტიპური დრაგ-რბოლა, თუმცა შემდეგ უნდა შემობრუნდე და ფინიშამდე რაც შეიძლება სწრაფადაც დაბრუნდე. ეს საშუალებას გვაძლევს კარგად შევაფასოთ ავტომობილის უნარები, როდესაც საქმე დამუხრუჭებას, მართვასა და მაღალ სიჩქარეს ეხება. ეს ყველაფერი კი, ერთ ტესტში.

პირველ რიგში, სპეციფიკაციებზე ვისაობროთ, რადგან ეს ორი ავტომობილი, "ფურცელზე" ერთმანეთს ძალიან გავს. Corvette 495 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო Mustang-ი 500 ცხენის ძალას აღწევს. მაბრუნი მომენტი შესაბამისად 636 და 566 ნიუტონ მეტრია. რაც შეეხება წონას, Corvette-ის შემთხვევაში 1 661 კილოგრამს, Mustang-ისთვის კი, 1 821 კილოგრამს აღწევს.

ორივე მანქანას მსგავსი სიმძლავრე აქვს, მაგრამ Mustang Dark Horse-ს ნაკლები ბრუნვის მომენტი აქვს და მეტს იწონის. თუმცა, ის გაცილებით იაფია - 74,155 აშშ დოლარი Corvette-ის 95,405 აშშ დოლართან შედარებით. მიუხედავად ამისა, Corvette შუა ძრავიანი სპორტული მანქანაა, ხოლო Mustang წინა ძრავიანი პონი-ქარი.

პირველ რბოლაში Chevrolet-ი წინ გაიჭრება და რბოლის ხაზიდანაც, Ford-ზე ბევრად სწრაფად გამოდის. თუმცა დაახლოებით მეოთხედ მილზე, Corvette ერთ წამს იგებს, შემდეგ კი, თითქმის ორი წამით უფრო სწრაფად ბრუნდება სტარტთან. მეორე რბოლაში, თითქმის იდენტურ შედეგს ვიღებთ. ედმუნდის თქმით, 100 კმ/სთ-ზე Corvette წამით უფრო სწრაფი იყო, ხოლო სრულ რბოლაზე 1.3 წამით უფრო სწრაფი. საბოლოო ჯამში, Corvette-მა გამარჯვება ყველა ძირითად ასპექტში მოიპოვა: აჩქარება, მართვა, დამუხრუჭერბა. სწორედ ეს არის განსხვავება ნამდვილ შუაძრავიან სუპერმანქანასა და კარგ წინა ძრავიან სპორტულ მანქანას შორის.

 

მსგავსი სიახლეები