ავარია, თვითმფრინავი
Aa
Aa

საკვების გადამტანი მინივენი თვითმფრინავს შეეჯახა

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებისა და თვითმფრინავების ავარიები საკმაოდ იშვიათია, თუმცა ზოგჯერ ესეც ხდება. ამ შემთხვევაში საკვების გადამტანი მინივენი Republic Airways-ის თვითმფრინავს მაშინ შეეჯახა, როდესაც ის ასაფრენ ბილიკზე იყო გაჩერებული. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, რომლებიც გზებზე საგანგებო დაშვებების დროს ხდებოდა, ეს ინციდენტი აეროპორტის ტერიტორიას არ გაცდენილა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მინივენები საკვების გადატანისთვის გამოიყენება და LSG Sky Chefs-ის მიერ იმართება. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ავტომობილი თვითმფრინავის ქვედა ნაწილს შეეჯახა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ავარიის შედეგად მანქანის საბურავი მთლიანად დაიმსხვრა.

თუმცა თვითმფრინავისთვის მიყენებული ზიანის შეკეთება გაცილებით ძვირი დაჯდება. ფიუზელაჟის ქვედა მხარე ჩამონგრეული და დაკაწრულია. ასევე ჩანს რამდენიმე ხილულ დაზიანებაც, რაც თვითმფრინავის ზოგიერთ შიდა კომპონენტს ღიად ტოვებს. LSG Sky Chefs-ის წარმომადგენელმა ინციდენტი დაადასტურა, თუმცა ავარიის გამომწვევი მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დამხმარე მანქანაში იმყოფებოდა, გუშინ დილით, გაჩერებულ თვითმფრინავს შეეჯახა. გვსურს აეროპორტის სახანძრო-სამაშველო პერსონალს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადავუხადოთ. საფუძვლიანი გამოძიება უკვე დაწყებულია, რის შემდეგაც ავარიის გამომწვევ მიზეზს დავადგენთ“  ნათქვამია LSG Sky Chefs-ის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები