Lada-მ რუსული რალისთვის ყველაზე „ექსტრემალური“ Niva წარადგინა | და Sport Turbo-ც დაარქვა
Lada-მ ახლახან სპეციალურად რალი რეიდისთვის შექმნილი Lada Niva Sport Turbo წარადგინა. ეს ვერსია მეტწილად ორიგინალ მოდელზეა დაფუძნებული, თუმცა შეჯიბრებებისთვისაა მოდიფიცირებული. Lada-მ, რომელმაც ბოლო წლებში ბევრჯერ სცადა გაუმჯობესება, თუმცა მაინც იგივე დარჩა, ახლა როგორც ჩანს თავისი ყველაზე „ექსტრემალური“ Niva-ს საშუალებით, ახალი სიმაღლეების დაპყრობა გადაწყვიტა.
როგორც ამბობენ, ახალ მოდელში გაუმჯობესებულია შესრულებაც, ძარაც და დიზაინიც. მანქანა კი, ყველა ტიპის უგზოობასთან გასამკლავებლად მზადაა. ექსტერიერით თუ ვიმსჯელებთ, ეს Niva Sport Turbo შესამჩნევად გაფართოებული წინა და უკანა მაშუქებითა და თაღით გამოირჩევა. სტანდარტულ ვერსიას კი, თხელი ფოლადის ბამპერები ცვლის, რაც მის შეკეთებასაც ამარტივებს.
რალისთვის მომზადებული Niva ახალ ალუმინის დისკებზე დგას, რომლებიც უფრო დიდ, ყველგანმავალ საბურავებშია გახვეული. თვლების ბაზა 2 550 მმ-მდეა გაზრდილი, რაც სტაბილურობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ხოლო კლირენსი 350 მმ-მდე გაიზარდა, რაც უგზოობაში გადაადგილებას ამარტივებს.
ინტერიერში ავტომობილი ყველა არასაჭირო დეტალისგან გათავისუფლებულია. სალონში სარბოლო სავარძელი, უსაფრთხოების კარკასი, ნავიგაციის სისტემა და დამონტაჟებული საწვავის ავზი აქვს. უკანა სავარძელი ასევე ამოღებულია, რაც წონის შემცირება და რალისთვის, სალონის განლაგებას ხელს უწყობს.
როგორც მისი სახელიდან ჩანს, Niva Sport Turbo 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 276 ცხენის ძალას და 340 ნმ-ს გამოიმუშავებს. გამოდის, რომ სერიულ ვერსიასთან შედარებით, ამ მოდელში შესაძლებლობები გაზრდილია. Niva Sport-ი 122 ცხენის ძალით და 151 ნმ-ით იყო წარმოდგენილი. სიმძლავრე კი, ოთხივე ბორბალზე, ექვსსიჩქარიანი თანმიმდევრული გადაცემათა კოლოფის საშუალებით ნაწილდება, რომელსაც ცენტრალური დიფერენციალის ჩამკეტი აქვს.
Lada Niva Sport Turbo რალიში თავის გამოჩენას პირველად რა თქმა უნდა რუსეთში, Silk Way Rally-ზე შეეცდება, რომელიც 12-დან 22 ივლისამდე გაიმართება.