ფორდი, ფორდ მუსტანგი, ფორდ მუსტანგ ბოსს 302, ფორდ მუსტანგ ბოსს 429
Aa
Aa

ეს გასაიდუმლოებული ავტოფარეხი Mustang-ის საუკეთესო კოლექციას მალავს

ორი ავტომოყვარული ნიუ-იორკში გასაიდუმლოებულ ავტოფარეხს გადააწყდა და Mustang-ის მოდელების ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაც აღმოაჩინა. ავტოფარეხში Ford-ის ლეგენდარული მოდელის გარდა სხვა ავტომობილებიც უხვადაა, თუმცა გამორჩეული და ყველაზე ძვირად ღირებული სწორედ ეს რამდენიმე Mustang-ია. მათ შორისაა Boss Mustang-ებიც.

საინტერესოა, რომ სწორედ ამ ავტომოყვარულებმა, რომელთაც Backyard Barn Finds-ის YouTube-არხი ეკუთვნით, JDM-ის ლეგენდების კოლექცია აღმოაჩინეს. ასევე მათ იპოვეს Chevy Camaro-ებით სავსე ფარული ავტოფარეხიც. შესაბამისად, მათგან Mustang-ების გასაიდუმლოებული კოლექციის აღმოჩენაც არავის გაკვირვებია.

კარგი ამბავია, რომ Mustang-ების უმრავლესობა, რომელიც ავტოფარეხშია აღმოჩენილი, შესანიშნავ მდგომარეობაშია. აქვე ჩანს Boss 302-ები და Boss 429-ები, რომლებიც ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი Boss Mustang-ებია, რომელთა პოვნაც შეგიძლიათ.

საშუალოდ, კარგ მდგომარეობაში მყოფი Boss 302-ის ღირებულება სულ მცირე $70 000-ია. თუმცა იდეალური მდგომარეობის მოდელებისთვის მათი ფასი ექვსნიშნა მოცემულობამდეც აღწევს. ერთადერთი ალტერნატივა ცუდ მდგომარეობაში მყოფი მოდელის არჩევა და შემდეგ მისი ხელახლა გადაწყობაა.

Boss Mustang-ის რამდენიმე განსხვავებული მოდელი არსებობს, მაგრამ ყველაზე გამორჩეულებია Boss 302 და Boss 429, რომლებიც 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისს შორის პერიოდში გამოვიდა. ამ მოდელების შემთხვევაში, ძრავის მოცულობა შესაბამისად 4.9 და 7 ლიტრს შეადგენდა. და ორივე, რა თქმა უნდა, V8 ძრავა იყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები