იშვიათი Ferrari 599 GTO მხოლოდ 270 კილომეტრი გარბენით
ეს მანქანა წელიწადში საშუალოდ მხოლოდ 30 კილომეტრს გადიოდა.
როცა 2010 წელს 599 Gran Turismo Omologata გამოვიდა, მას დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. მას GTO-ს ნიშანი უნდა ეტარებინა. ლეგენდარული 250 GTO-ს და 60-იანების 250 GTOS-ს შემდეგ, ის იყო პირველი ავტომობილი, რომელიც ამ ნიშანს ატარებდა. სულ 599 ეგზემპლარი გამოუშვეს, თუმცა ეს ერთი კონკრეტული ავტომობილი კიდევ უფრო იშვიათია. ის იმ 125 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის 2011 წელს გამოვიდა.

ამ ცხრა წლის განმავლობაში მანქანა თითქმის რომ არ გამოუყენებიათ, მაგ ფაქტზე მისი იდეალური მდგომარეობა მეტყველებს. ოდომეტრზე მხოლოდ 270 კილომეტრს აჩვენებს. ამ ავტომობილის შეძენის მიზანი უფრო ინვესტიცია იყო, ვიდრე მისი პრაქტიკული დანიშნულება.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანა თითქმის 10 წლის წინაა გამოსული, მისი მაჩვენებლები 2020 წლისთვისაც შთამბეჭდავია: 6.0-ლიტრიანი V12 ძრავა 661 ცხენის ძალით და 620ნმ-ით. 0-100კმ/სთ-ამდე 3.35 წამში ჩქარდება. როგორც სხვა GTO-ები, ეს მანქანაც 100 კილოგრამით უფრო მსუბუქია, ვიდრე 599 GTB.

599 GTO საკმაოდ სასურველი „ფერარია“ . ეს კონკრეტული ავტომობილი კი Mecum Auctions-ზე ივნისში გაიყიდება. ზუსტი ფასი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, ის დაახლოებით $700,000 ეღირება.