EV ერაში BMW-ს საფირმო ცხაურა არსებობას განაგრძობს
ცხაურის ზომა უკვე წარმოუდგენელ მაჩვენებლებს აღწევს.
დიზაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ცხაურა არ გაქრება! BMW ელექტრო მანქანების წარმოებას აფართოებს, თუმცა მისი საფირმო თირკმელის ფორმის ცხაურა არსებობას აგრძელებს. კომპანია წარმოების სამ ხაზს მიჰყვება: ძირითადი პროდუქტები, M მოდელები და ელექტრო i ბრენდი.
BMW-ს დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დომაგოი დუკეცის განცხადებით, კომპანიას სამი განსხვავებული იდენტობის მიმართულება არ უნდა. ეს ავტომობილები ყველა BMW-ს ოჯახიდანაა და ამიტომ ცხაურა დარჩება. ყველა ხაზს კომპანიის არსებობაში თავისი როლი აქვს და ეს ყველაფერი ავტომწარმოებელს აძლიერებს.
ცხაურა და ცხაურის ზომები ხშირად გამხდარა განკითხვის საგანი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომპანიამ განახლებული 7 Series გამოუშვა. X7 მოდელს გიგანტური ცხაურა აქვს. BMW Concept 4-ისა და BMW Concept i4-ის შემთხვევაში კი ზომამ დაუჯერებელს მიაღწია. გაჩნდა კითხვა: რა იქნება მომავალში?
დღევანდელი ელექტრო მანქანების უმეტესობას ბენზინისძრავიანი მანქანებისგან განსხვავებული ცხაურა აქვს. გაგრილება EV-საც სჭირდება. განხვავებას Concept 4-ისა და Concept i4-ის ცხაურებშიც კი შენიშნავთ. ბენზინისძრავიანი ავტომობილების ცხაურას კი უფრო დიდი საჰაეროები აქვს.
BMW ახლა EV-ების წარმოებაზეა კონცენტრირებული. წლის ბოლოს BMW 4-Series გამოვა. მისი მეშვეობით, ჩვენ ცხაურის განვითარების ხედვას დავაკვირდებით. BMW i4-ის გამოსვლის შემდეგ კი გვექნება შედარების საშუალება, თუ რამდენად მიჰყვება BMW კორპორაციულ დიზაინს.