სრულიად აღდგენილი Mercedes Pullman-ი აუქციონზე $2.75 მილიონად იყიდება
Aa
Aa

სრულიად აღდგენილი Mercedes Pullman-ი აუქციონზე $2.75 მილიონად იყიდება

მას Maybach-ის დეტალები აქვს.

ავტომობილი, რომელზეც ამ სტატიაში ვსაუბრობთ 1963 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე გამოჩნდა და მალევე სენსაცია გახდა, Mercedes-Benz W100 Pullman 600 ამ ბრენდის ნამდვილი მარგალიტია.

ერთ-ერთი ასეთი ლიმუზინი, რომელიც 1975 წლეს ლიბანელი კლიენტისთვის აიწყო, ნაცრისფერი ექსტერიერითა და ტყავის შავი სალონით, ახლა აუქციონზე იყიდება. მას Mechatronik ყიდის. ფასიც შესაფერისი აქვს - €2.3 მილიონი.

Mercedes-Benz Classic-მა ავტომობილი 2007 წელს მიიღო და რესტავრაციის გრძელი პროცესი დაიწყო. კლიენტის მოთხოვნით, ავტომობილი თავიდან ბოლომდე დაშალეს და სრულიად ქარხნულ მდგომარეობაში აღადგინეს. ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება შასიმ მიიღო. ექსტერიერი კი შტუტგარტში თავიდან გადაღებეს. ძრავა, გადაცემათა კოლოფი და სხვა მთავარი კომპონენტები სრულიად განახლებულია.

ინტერიერი უნიკალურია და თანამედროვე Maybach-ის ელემენტებითა. ამ შემთხვევაში ეს შუშის სახურავს, თანამედროვე საინფორმაციო-გასართობ სისტემასა და სენსორულ ეკრანს ნიშნავს. გამყოფი პანელი მძღოლისა და მგზავრების სექციას ღილაკზე თითის ერთი დაჭერით აცალკევებს. წინა და უკანა კამერები დიდ ლიმუზინს მანევრირებაში ეხმარება.

სავარძლებიც თანამედროვე Maybach-იდანაა. ისინი ჰიდრავლიკურად ადაპტირებადია. უკან დასაკეცი მაგიდები და შამპანურის შესანახი ადგილებია. ჰაერის გამაგრილებელი სისტემაც გაძლიერებულია.

მსგავსი სიახლეები