მოპარული, ჯიპი, უცნაური, ჯიპ ვრანგლერი რუბიკონი
Aa
Aa

ეს Wrangler-ი ქურდებმა ინტერიერის გამო უკან დააბრუნეს

თუ გგონიათ, რომ ინტერიერის ყველაზე უცნაური დიზაინი უკვე ნანახი გაქვთ, ძალიან ცდებით. ეს Jeep Wrangler Rubicon 392 თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს, თუმცა არა კარგი გაგებით. ამ მოდელის ინტერიერი ყველა არსებულ ბარიერს სცდება და ტრადიციულ ნორმებსაც არღვევს.

IAAI-ს თანახმად, V8-ძრავიანი მოდელი მოპარული ავტომობილების სიაშია. მიუხედავად იმისა, რომ Wrangler-ის მოპარვის შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მისი ინტერიერი გვაფიქრებინებს, რომ ქურდებმა მისი უკან დაბრუნება მალევე გადაწყვიტეს. როგორც Wrangler Rubicon 392-ის საჭესთან პირველივე შეხედვით ხვდები ისაა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ყველგანმავალია, რომლის შეძენაც შეგიძლიათ.

როგორც ჩანს, არც ქურდობის ფაქტმა დააზიანა დიდად Wrangler-ი. თუმცა საინტერესოა ის, რომ ავტომობილის გარბენი უკვე 48 00 კილომეტრს აჭარბებს, რაც ცოტა არ იყოს ბევრია, თანაც 2023 წელს გამოშვებული მოდელისთვის.

ახლა კი, ინტერიერი: სავარძლები კაშკაშა მწვანე და ყვითელი ტყავითაა დაფარული, ამას კი, სავარძლის არათანაბარი ნაკერები და უცნაური დიზაინი ემატება. თუმცა ეს ყველაფერი არაა. მწვანე ტყავითაა დაფარული ავტომობილის ინსტრუმენტთა დაფაც, ხოლო გადაცემათა კოლოფის ნაწილი წითელ ფერშია გადაღებილი. მწვანე და ყვითელი ფერები დომინირებს უკანა სავარძლებზეც და ამ შემთხვევაშიც შესამჩნევია წითელი დეტალები.

IAAI-ს ჩამონათვალში ავტომობილის ღირებულებაც $50 000-ია მითითებული. დამატებით $4 000 კი მფლობელს მის შესაკეთებლად დაჭირდება. თუმცა თუ ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, ავტომობილს რაიმე სახის ხილული დაზიანება არ აქვს, ინტერიერს თუ არ ჩავთვლით.

 

მსგავსი სიახლეები