ყველაფერი, რასაც ავტოშოუზე ხედავთ არარეალურია | ის უბრალოდ ხელოვნური ინტელექტია
მსხვილი ავტოშოუები ერთ დროს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ათწლეულების განმავლობაში ისინი შეკრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო ავტოენთუზიასტებისა და ჟურნალისტებისთვის. თუმცა ბოლო წლებში ავტოშოუებზე ხალხის რაოდენობა შემცირდა, ღონისძიებების ნაწილი კი, პოპულარობის კლების გამო, დაიხურა. თუმცა, როგორც მომავალი გვიჩვენებს, შოუების გამართვა უკვე საჭირო აღარცაა, რადგან ხელოვნური ინტელექტი ამ საქმესაც მშვენივრად ითავსებს.
Before you ask: yes, everything is AI here. The video and sound both coming from a single text prompt using #Veo3 by @GoogleDeepMind .Whoever is cooking the model, let him cook! Congrats @Totemko and the team for the Google I/O live stream and the new Veo site! pic.twitter.com/sxZuvFU49s
— László Gaál (@laszlogaal_) May 21, 2025
რეალურად, ეს ვიდეო საკმაოდ მკაფიო მინიშნებით იწყება, რომელიც მის სანდოობაში მაშინვე დაგვაეჭვებს. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანდება არარსებულ ავტოშოუზე", - ამბობს ღონისძიების წამყვანი. ამ მომენტიდან დაწყებული კი, ის დამსწრეთა გამოკითხვას იწყებს და მცირე ინტერვიუებს გვთავაზობს. თუმცა, როგორც თავად ამ ღონისძიების წამყვანი, ისე თითოეული დამსწრე და ავტომობილებიც კი, ყალბია და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.
ვიდეო კრეატორმა ლასლო გაალმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა: "სანამ იკითხავთ დიახ, აქ ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის შექმნილია". ვიდეოს შესაქმნელად მან ორი სოფთვეარი - Veo3 და Google DeepMind-ი გამოიყენა. შედეგად მივიღეთ ის, რასაც ვიდეოზე თავად ხედავთ.