როგორ მოიპარეს სადილეროდან RAV4 ერთ დღეში ორჯერ?
როდესაც ავტომობილს სერვისცენტრში სადგურზე ტოვებ, ელოდები, რომ მას შეაკეთებენ და უკან დააბრუნებენ. თუმცა არცერთ შემთხვევაში არ გაქვს მოლოდინი, რომ მას ავტოსადგომიდან „წაიღებენ“. ამის მიუხედავად, RAV4-ის მფლობელს სწორედ მსგავსი უცნაური შემთხვევა გადახდა თავს, თანაც არა ერთხელ არამედ 24 საათში ორჯერ - ერთი და იმავე დილერთან.
ჯორჯიაში მცხოვრებმა ქალბატონმა, აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემის გამო, თავისი ავტომობილი სადილეროში მიიყვანა. მეორე დღეს კი პოლიციამ დაურეკა და აცნობა, რომ მისი SUV-ი მიტოვებული იპოვეს. გამომძიებლებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ იმის გასარკვევად, თუ როგორ მოიპარეს RAV4. ვიდეოკამერები ჩანს უცნობი მამაკაცი, რომელსაც ავტომობილი მომსახურების ზონიდან გაჰყავს. და როგორც ჩანს, ეს მისი პირველი შემთხვევაც არ ყოფილა. კამერებში ისიც ფიქსირდება, თუ როგორ ცდილობს ის სხვა მანქანების მოპარვას.
ამ შემთხვევაში კი, ყველანაირი ხმაურისა და სიგნალიზაციის გარეშე, ის უბრალოდ ადგილიდან გაქრა. SUV-ი პოლიციამ მალევე აღმოაჩინა და თან დაუზიანებელი და მძღოლსაც ის ხელუხლებელი უკან დაუბრუნეს. თუმცა მეორე დღეს იმავე სადილეროს ავტოსადგომზე იგივე ქურდი დაბრუნდა, ამჯერად ხელში გასაღებით და RAV4 კვლავ წაიყვანა. პოლიციამ მეორე დღეს ავტომობილი ისევ მიტოვებული იპოვა.
საუბარი გვაქვს RAV4-ის განახლებულ მეოთხე თაობის მოდელზე, რომელიც 2016-2018 წლებში იწარმოებოდა. როგორც მისი მფლობელი აცხადებს, ვერ ხვდება, თუ რატომ „ამოიჩემეს“ მისი ავტომობილი მაშინ, როდესაც ქუჩებში ამდენი ლამაზი და ახალი მოდელი დადის. რთულია მას არ დაეთანხმო, რადგან ვიდეოშიც ჩანს, რომ RAV4-ის გვერდით Toyota GR Supra დგას, უბრალოდ როგორც ჩანს ქურდმა მისი გასაღები ვერ იპოვა. ანდაც, მანქანებში ვერ ერკვეოდა.