BMW-ის V8-ძრავიანი ფურგონი წარმოებაში რეალურად ჩაეშვება
BMW-ს ჩვევად აქვს, იტალიაში, კომოს ტბაზე, Concorso d'Eleganza Villa d'Este-ს გამოფენაზე ძალიან დახვეწილი და ესთეტიკური ნივთები წარადგინოს. გასულ წელს ეს Skytop-ი იყო, განსაცვიფრებელი ორადგილიანი კაბრიოლეტი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ერთი წლით ადრე კი Concept Touring Coupe წარადგინა, ორკარიანი უნივერსალი, რომელიც არასდროს განუხორციელებიათ.
2025 წლის ღონისძიებაზე, გერმანულმა კომპანიამ ახალი კონცეფტი შესთავაზა ენთუზიასტებს. ეს მოდელი BMW Concept Speedtop-ია. თუ ეს სახელი ნაცნობია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნაწილობრივ გასული წლის კონცეფციას ეფუძნება. ეს მოდელიც Skytop-ის პლატფორმაზეა შექმნილი და იმავე, V-ფორმის, ზვიგენის ცხვირის წინა ნაწილი გამოარჩევს - ასევე განათებული ცხაურით.
Speedtop-ის სახურავს დახვეწილი ფერის გრადიენტი ფარავს, ხოლო უკანა მხარეს Floating Sunstone Maroon-ის საღებავი Floating Sundown Silver-ის ელფერს ერწყმის. ეს მოდელი 14-თვლიან საბურავებზე დგას, რომლებიც სპეციალურად ამ მოდელისთვისაა შექმნილი. სალონშიც ორფეროვანი ტყავის საფარია გამოყენებული - Sundown Maroon და Moonstone White. ინტერიერის ელემენტები ვრცელდება ექსტერიერზეც.
თუმცა, ყველაფერი ასე არ არის - Concept Speedtop-ი წარმოებაში რეალურად ჩაეშვება. მიუხედავად იმისა, რომ BMW დეტალებს არ ასაჯაროებს, კომპანია აცხადებს, რომ Speedtop-ს BMW-ს მიერ შემუშავებული ამჟამად ყველაზე მძლავრი V8 ძრავა აქვს. არსებული ვარაუდებით, ეს ტვინტურბო 4.4-ლიტრიანი V8 ძრავა უნდა იყოს, რომელიც Skytop-ის მსგავსად 617 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
რაც მთავარია, Speedtop-ი მხოლოდ კონცეფცია არ არის. BMW კომპანიის ყველაზე მდიდარი კლიენტებისთვის ამ უნივერსალის 70 ეგზემპლარს შექმნის. ფასი უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, სტანდარტული შემოსავლის პირებისთვის მისი შეძენა მარტივი არ იქნება.