მიხაელ შუმახერის Ferrari F2001-მა მონაკოში ახალი რეკორდი დაამყარა
2001 წლის ლეგენდარული Ferrari, რომელმაც მიხაელ შუმახერს მონაკოს გრან-პრიზე იმავე წელს გამარჯვება, საბოლოოდ კი რიგით მეოთხე მსოფლიო ჩემპიონობა მოუპოვა მონაკოში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე $18.17 მილიონად გაიყიდა. აუქციონი შაბათს, რეკორდული ღირებულებით დასრულდა.
საბოლოო შეფასებით, Ferrari F2001, შასით 211, ყველაზე ძვირად გაყიდული F1-ის ბოლიდი გახდა, რომელსაც წარსულში ლეგენდარული გერმანელი პილოტი, მიხაელ შუმახერი მართავდა. შემოსული თანხა Keep Fighting Foundation-ის საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა, რომელიც 2013 წლის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, შუმახერის საქველმოქმედო მემკვიდრეობის გასაგრძელებლად შეიქმნა.
გამარჯვებული ბოლიდის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა აუქციონის სახლის დირექტორმა, ავგუსტინ საბატიე-გარატმა. გარატის თქმით, Sotheby’s-ისთვის დიდ პატივს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შუმახერის ბოლიდი სწორედ მათ აუქციონზე გაიყიდა.
F2001 არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი ტიტულიანი Ferrari არ გახლდათ. ეს მოდელი 3-ლიტრიანი V10 ძრავით იყო აღჭურვილი და 825 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ბოლიდს შუმახერი და მისი თანაგუნდელი რუბენს ბარიჩელო მართავდნენ. F2001-ის სახელზეა 10 გამარჯვება, 13 პოლ-პოზიცია, სამი უსწრაფესი წრე და 2001 წლის სეზონში დაგროვებული 197ქულა.