Tesla-ს კამერაში გამოჩნდა, რომ კაცი მას სპეციალურად შეეჯახა
ზოგმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ Tesla თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
რას ფიქრობდა ეს კაცი, როცა პარკირებიდან გამომავალ Tesla Model 3-ს სპეციალურად შეეჯახა? რა თქმა უნდა, ავტომობილს თავისი კამერები აქვს. რომ არა კამერები, შეიძლებოდა ეს ტრიუკი გამოსვლოდა კიდეც. მისი სიტყვა მძღოლის სიტყვის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, მძღოლს არავინ დაუჯერებდა. მძღოლისთვის საბედნიეროდ, ყველაფერი კამერებმა გადაიღო. პროვოკატორი კი ვერც სასჯელს გადაურჩა და სასაცილოდაც გამოჩნდა.
ადამიანი, რომელიც კამერაში ჩანს ართურ ბეითს ჯუნიორია. 47 წლის. მან სლაიდელის (ლუიზიანა) პოლიციის დეპარტამენტში განაცხადა, რომ Tesla დაეჯახა და წააქცია. შედეგად, მას კისერი, ფეხი და ზურგი დაუზიანდა. პოლიციამ Tesla-ს მძღოლს მიაკვლია, რომელიც ამტკიცებდა, რომ კაცი მას, სარგებლის მიღების მიზნით, განზრახ დაეჯახა.
ბეითსი თავის პოზიციას ვერაფრით ამტკიცებდა. Tesla-ს მძღოლს კი უტყუარი მტკიცებულებები აღმოაჩნდა. კამერებმა ყველაფერი ჩაიწერა. პოლიციის დეპარტამენტმა ჩანაწერები გაშიფრა და დაადგინა, რომ ეს ყველაფერი ბეითსმა დადგა და მხატვრულად გააფორმა.
ბატონ ბეითს ახლა წინასწარი 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება. ასევე მას სასწრაფო დახმარების სერვისების ტყუილად გამოძახების გამო $500-ს გადახდა მოუწევს. საბოლოოდ, კი მას შესაძლოა ამ ოინისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.