აშშ, ბატარეა, ფორდი, ტექნოლოგიები, სიეითიელი
Aa
Aa

Ford-მა ბატარეების წარმოება დაიწყო (მაგრამ ჩინური ტექნოლოგიით)

Ford Motor-მა აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მდებარე 3-მილიარდიან ქარხანაში ახალი თაობის ელექტრომობილებისთვის ბატარეის უჯრედების წარმოება დაიწყო. საინტერესო ისაა, რომ საწარმო ჩინური ბატარეების გიგანტის, CATL-ისგან ლიცენზირებულ ტექნოლოგიებს იყენებს.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

კომპანიის განცხადებით, ქალაქ მარშალში მდებარე საწარმოში უჯრედების წარმოება გასულ თვეს დაიწყო და პირველი პარტიები დანიშნულების ადგილზე უკვე იგზავნება. ისინი Ford-ის მომავალი კომპაქტური ელექტროპიკაპის — Fathom-ის პროტოტიპებისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი Tesla-სა და ჩინური ავტომწარმოებლების მთავარ მეტოქედ განიხილავს.

ეს ნაბიჯი დეტროიტული ავტომწარმოებლისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა ამერიკულ ავტომობილებში უფრო ხელმისაწვდომი ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბატარეები დაინერგოს. აღსანიშნავია, რომ თავად ეს ტექნოლოგია თავის დროზე სწორედ აშშ-ში შეიქმნა, თუმცა მისი მასობრივი კომერციალიზაცია ჩინეთში მოხდა.

პოლიტიკური კრიტიკა და Ford-ის პოზიცია

დაახლოებით 185 800 კვ.მ-ზე გადაჭიმულ საწარმოში CATL-ის ტექნოლოგიის გამოყენებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ზოგიერთი კანონმდებლის, ისე აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის მხრიდან. სექტემბერში დაფიმ ფარლის წერილი გაუგზავნა და „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ჩინურ კომპანიებთან Ford-ის კავშირების გამო, რამაც, მისი აზრით, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ამერიკულ საავტომობილო ინდუსტრიას. თუმცა, მეორე დღესვე თეთრმა სახლმა ავტომწარმოებელი შეაქო აშშ-ში სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

ჩინურ კავშირებზე გამკაცრებული პოლიტიკური კონტროლის ფონზე , Ford-ის პერსპექტიული პროექტების ვიცე-პრეზიდენტმა კომპანიის სტრატეგია ასე ახსნა:

„თუ გვინდა, რომ შეერთებულ შტატებში ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოება შევძლოთ, ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავაკეთოთ. რადგან CATL-ი მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია, ის საუკეთესო მომწოდებელია ამ ტექნოლოგიის მისაღებად და გვეხმარება, თავად ვისწავლოთ LFP უჯრედების წარმოება“

მარშალის მაღალავტომატიზებული ქარხანა წუთში 40 ბატარეის უჯრედის წარმოებაზეა გათვლილი, რაც წლიურად 20 გიგავატ-საათ სიმძლავრეს უტოლდება. ეს რესურსი როგორც Ford-ის ელექტრომობილებს, ისე კომპანიის ენერგიის შემნახველ ბიზნესს მოხმარდება. მართალია, თავდაპირველი გეგმა წლიურად 40 გიგავატ-საათს ითვალისწინებდა, მაგრამ ინდუსტრიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნის შენელების ფონზე გეგმები დაკორექტირდა — თუმცა, ქარხანას აქვს სივრცე, საჭიროების შემთხვევაში სიმძლავრე კვლავ გაზარდოს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები