ლექსუსი, ეს იუ ვი, ტექნოლოგიები, ლექსუს თიიქს350, ლექსუს ტიიქს350
Aa
Aa

შესანიშნავი SUV-ი ცუდი ტექნოლოგიით — იხილეთ Lexus TX350

იყო დრო, როდესაც ავტომობილი უბრალოდ ავტომობილი იყო. დღეს კი პირველი კითხვები სულ სხვაგვარად ჟღერს: აქვს თუ არა Apple CarPlay? ჰიბრიდია, დამუხტვადი ჰიბრიდი თუ ჩვეულებრივი ძრავით? სწორედ ამ ზედმეტი ტექნოლოგიური გართულებების გამო, 2026 წლის Lexus TX350-ის შეფასება ძალიან რთულია — მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტურად ის შესანიშნავი ქროსოვერია.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

TX350 Toyota Grand Highlander-ის უფრო მდიდრული და დახვეწილი ვერსიაა. ის ექვს (ან შვიდ) მგზავრს იტევს, გამოირჩევა ფართო სალონით, საოცრად რბილი სვლითა და Lexus-ისთვის დამახასიათებელი მაღალი საბაზრო ღირებულების შენარჩუნებით. თუმცა, ყოველდღიური გამოყენების ერგონომიკა ყველაფერს აფუჭებს.

ოთხცილინდრიანი, 2.4-ლიტრიანი ტურბოაგრეგატი დღეს ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ საუკეთესო ძრავად შეიძლება ჩაითვალოს — მუშაობს უხმაუროდ და საიმედოდ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად 275 ცხენის ძალასა და 430 ნიუტონს გამოიმუშავებს, რეალურად ბევრად უფრო მძლავრის შთაბეჭდილებას ტოვებს და თითქმის 2.1-ტონიან ავტომობილს მარტივად აჩქარებს. Lexus-მა აქცენტი არა ფსევდო-სპორტულ სიხისტეზე, არამედ მაქსიმალურ სირბილეზე გააკეთა. დაკიდების სისტემა იდეალურად შთანთქავს გზის უსწორმასწორობებს ზედმეტი რყევის გარეშე.

View this post on Instagram

A post shared by The Drive (@thedrive)

აი რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ისინი სრულად ტექნოლოგიურია — 14-დუიმიანი ცენტრალური დისპლეი დიდია, თუმცა ოპერაციული სისტემა მის ფართობს ეფექტურად ვერ იყენებს (ეკრანის სხვადასხვა ინფორმაციულ ზონებად დაყოფის ნაცვლად, იღებთ უბრალოდ გიგანტურ რუკას ან CarPlay-ს). გარდა ამისა, კლიმატკონტროლის ვენტილატორის სიჩქარის შესაცვლელად ეკრანზე შეხებაა საჭირო, რაც ფიზიკური ღილაკების გარეშე მოუხერხებელია.

ასევე, საჭეზე განთავსებული სენსორული პანელები, რომლებიც კრუიზ-კონტროლისა და ხმის სამართავად გამოიყენება, ყოველდღიურ მოხმარებაში რთული და დამაბნეველია.

შესანიშნავი SUV-ი ცუდი ტექნოლოგიით — იხილეთ Lexus TX350 — ფოტო 1
შესანიშნავი SUV-ი ცუდი ტექნოლოგიით — იხილეთ Lexus TX350 — ფოტო 2
შესანიშნავი SUV-ი ცუდი ტექნოლოგიით — იხილეთ Lexus TX350 — ფოტო 3

ამბობენ, რომ ნებისმიერ ტექნოლოგიას დროთა განმავლობაში ეჩვევი, მაგრამ საჭეზე განთავსებული მთავარი სამართავი ელემენტები მანქანაში ყველაზე მარტივი და ინტუიციური უნდა იყოს. მართალია, Lexus-მა ახალ სედან ES-ში ეს სისტემა ნაწილობრივ შეცვალა, მაგრამ 2027 წლის ქროსოვერებში ის კვლავ უცვლელად რჩება. საბოლოო ჯამში, Lexus TX350 შესანიშნავი ავტომობილია, რომელიც მოუხერხებელმა ტექნოლოგიებმა დააზარალა — ამიტომ, თუ ბრენდის ემბლემა გადამწყვეტი არ არის, ბევრად უფრო პრაქტიკული არჩევანი მისი ტყუპისცალი Toyota Grand Highlander-ია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები