Aa Aa
11 სექტემბერი 2021  |  12:21

ბავშვებმა ბრაზილიაში შემთხვევით ავტომობილების კოლექცია იპოვეს

თინეიჯერებმა ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული მუზეუმი გამოჩრიკეს.

რიო გრანდე დო სულში, ბრაზილიაში, რამდენიმე თინეიჯერი ძველ შენობაში შეიჭრა. მოულოდნელად მათ განძის საბადო დახვდათ, რადგან შენობაში უამრავი კლასიკური ავტომობილი იყო გაჩერებული.

ეს მივიწყებული ავტომობილების ნამდვილი ალადინის გამოქვაბულია. ეს კოლექცია ერთ-ერთ კერძო მუზეუმს წარმოადგენდა, რომელსაც ბრაზილიელი მოყვარული ფლობდა. აქ 1920-იანი წლებიდან 1970-იან წლებამდე წარმოებული ისეთი მანქანებია, როგორიც Ford Model T, თავისი დროის ფუტურისტული მოდელი Citroen DS-ი, Chevrolet Convair-ი და Fiat 124 Sport Coupe-ა.

სურათებიდან ჩანს, რომ თითოეული მოდელი წუნდაუდებელ მდგომარეობაშია. აშკარაა ისიც, რომ ყველა მათგანი უმოქმედოთაა გაჩერებული. ორ სართულზე განთავსებული ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული იშვიათი მანქანები ისეთ მოდელებსაც მოიცავს, როგორიც Austin A90 Atlantic Coupe და კაბრიოლეტია. აღსანიშნავია Ford Consul-ი და Goliath-ის უცნაური სამბორბლიანი პიკაპი.

1990-იან წლებში მფლობელმა გაავრცელა ჭორები, რომ მუზეუმი ცარიელი იყო. ახლა კი ის გარდაცვლილია და მემკვიდრეობის საკითხი მემკვიდრეებს შორის ჩხუბისა და დავის საგნად იქცა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კოლექცია აუქციონებზე გავა.

ათამდე თინეიჯერს კი ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევთ. ისინი შენობაში უკანონოდ შეიჭრნენ და საიდუმლო მუზეუმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ამ საკითხთან დაკავშირებით კი პოლიცია მათ მშობლებს აუცილებლად გაესაუბრება.

გაზიარება: