გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ლობი მერკელს გაყიდვების განახლებისკენ მოუწოდებს
ევროპის ავტოინდუსტრიის ლობის განცხადებით, ქარხნების კორონავირუსის გამო დახურვამ, 1.47 მილიონი მანქანის წარმოების დაკარგვა გამოიწვია.
გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ლობი VDA და ქვეყნის უმსხვილესი კავშირი IG Metall კანცლერ ანგელა მერკელს მოუწოდებს, ქვეყანაში ავტომობილების გაყიდვის განახლებაზე ნება გასცეს, იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია.
ჯგუფის განცხადებით, მწარმოებლები გაუყიდავ ავტომობილებს ქარხნებში ვეღარ ატევენ. მდგომარეობა ძალიან რთულია და, თუ გაყიდვები არ განახლდება, შესაძლოა წარმოება ვეღარც აღდგეს.
მერკერი ავტომწარმოებლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ავტოწარმოება გერმანიის ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენია. მთავარი აქცენტი იმ კომპანიებთან მოლაპარაკებაზეა გაკეთებული, რომლებიც შესაძლოა ვირუსისგან გამოწვეულ შედეგებს ვერ გადაურჩნენ.